სპეციალურ დამარბილებელ საშუალებას უყვარს შენი ტუჩები…
მშრალი, ტკივილამდე დამსკდარი ტუჩები მთელ მხიარულებას გიფუჭებს? ნუ გეშინია, სპეციალური დამარბილებელი საშუალება მზად არის დაგეხმაროს! ფუტკრის ცვილისა და E ვიტამინის შემცველი ფორმულა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას შენი ტუჩები არქტიკული ქარისგან თუ დამფერფლავი სიცხისგან - და შეინარჩუნოს მათი რბილი და დატენიანებული მდგომარეობა ნებისმიერ სიტუაციაში.
…და დანარჩენი სხეულიც!
სპეციალური დამარბილებელი საშუალება შექმნილია ძალიან შრალი, გაუხეშებული ან დამსკდარი კანის დასატენიანებლად და დასაცავად. არა მხოლოდ ტუჩებზე! თამამად დაიტანე იგი შენს იდაყვებზე, მუხლებზე, თითების ძვლებზე, კუტიკულაზე, ნესტოებზე, კანის ნებისმიერ აქერცლილ უბნებზე.
მას შეუძლია შეცვალოს ჰაილაითერი…
12 – ნაბიჯიანი ბიუთი-რუტინების და “მაკიაჟის გარეშე მაკიაჟისთვის” განკუთვნილ უზარმაზარი კოსმეტიკური ჩანთის ეპოქაში, ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ მრავალფუნქციურ პროდუქტებს. წაისვით სპეციალური დამარბილებელი საშუალება ტუჩებზე, შემდეგ კი ღაწვებზე, ბუნებრივი ჯანსაღი ბზინვარებისთვის.
…და იქნება მოკავშირე ნებისმიერ თავგადასავლებში.
ძალიან მარტივია ამ პროდუქტით სავსე პატარა ქილის წაღება ყველგან: ის ნებისმიერ ხელჩანთაში ან ჯიბეში მოთავსდება. ჩვენს ოფისში იგი აქვს ყველას და თანაც არა ერთი: სამუშაო მაგიდაზე, ოფისში, მანქანაში, თითოეულ ქურთუკში. არ აქვს მნიშვნელობა, სად გაემგზავრები - ყოველთვის უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ იზრუნო საკუთარ თავზე!
ის შესაფერისია —და სჭირდება —ყველას
პროდუქტს გემოს იმდენად დიდი არჩევანი აქვს, რომ ყველა იპოვის თავისი გემოვნების შესაფერის არომატს, ხოლო ხასხასა ქილები შეგიძლიათ შეუხამოთ ნებისმიერ ჩაცმულობას. მოცვი ან ვარდი, დარიჩინი ან ნუში - ნებისმიერი პროდუქტი შექმნილია განსაკუთრებული ფორმულის მიხედვით, რომელიც 1980 წლიდან არ შეცვლილა და შეგინარჩუნებს კანის სირბილესა და სინაზეს ნებისმიერ სიტუაციაში.