განწყობის ფერი: რას მოგვითხრობს ტუჩსაცხი შენს შესახებ?

შენი საყვარელი ტუჩსაცხის ფერი - მსოფლიოსთვის გაგზავნილი მესიჯია. ის ასახავს ხასიათს, საჭირო მომენტში განიჭებს რწმენას და ახდენს იმიჯის ფორმირებას. მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი ტუჩსაცხის ტარება რომ შეგეძლოს - რომელს აირჩევდი?

წითელი ვნება და სიყვარული

თუ შენი ცხოვრება ალისფერი პომადის გარეშე ვერ წარმოგიდგენია, სავარაუდოდ, ბრწყინვალე პიროვნება ხარ, გიყვარ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გამარჯვება. შენ ხარ გულღია, კომუნიკაბელური, იმპულსური, გაქვს ძლიერი ნებისყოფა და თამამად მიდიხარ დასახული მიზნისკენ - აი, რას ამბობს წითელი. 


თუ გიყვარს წითელი და ღვინის ფერები, მაშინ ჩვენ გირჩევთ: რემისებური ტუჩსაცხი On ColourFlirty „წითელი ფოთლის“ ელფერში,ტუჩსაცხი 5-1-ში პრიალა საფარით The ONE Colour Stylist Ultimate «ბურგუნდიული შიკი».

ვარდისფერი სიმსუბუქე და ჰარმონია

მშვიდი, მეოცნებე, რომანტიკული, შენ ბედნიერებისაგან ბრწყინავ და ანათებ და მშვიდობა სუფევს შენს სულში. გარშემო ბევრი მეგობარი გყავს, რადგან კეთილმოსურნე, მეგობრული, გონებამახვილი ხარ და ყველასთან მარტივად პოულობ საერთო ენას. შენთან ერთად უბრალოდ შეუძლებელია მოიწყინო!

თუ წლების განმავლობაში ატარებ კლასიკურ ვარდისფერს, ყურადღება მიაქციე ფერებს ატმის ან ფუქსიის ჩრდილებით. მაგალითად, კრემისებური ტუჩსაცხი On ColourFlirty «ვარდისფერი ორქიდეის» ელფერში»ტუჩსაცხი The ONE ColourObsession «ვარდისფერი პანტერის» ელფერში» და ულტრაკრემისებური ტუჩსაცხი 5-1-ში The ONE Colour Stylist Ultimate «ვარდისფერი პეონის» ფერში.

ლილისფერი

ხელოვნების მოღვაწეთა შორის ბევრს უყვარს ლილისფერი, იისფერი და ეს სულაც არ არის გასაკვირი: ეს ფერი ამძაფრებს გრძნობებს, აძლიერებს კრეატიულობას, გეხმარება, რომ სხვა კუთხიდან შეხედო სამყაროს და ყველგან ეძიო შთაგონება. იდუმალებისთვის და ფერადოვანი წარმოსახვისთვის დაგჭირდებათ კრემისებური ტუჩსაცხი On Colour Flirty «მეწამული ორქიდეის» ან The ONE Lip Sensation «მწიფე ქლიავის ელფერში».

ნარინჯისფერი

ნამდვილი ოპტიმისტები ფსონს დებენ ნარინჯისფერზე! პოზიტიური ენერგიის, რისკის, ყველაზე მხიარული წვეულებების და ზაფხულის მზის ფერი  - მასთან ერთად შენი ღიმილი კიდევ უფრო კაშკაშაა. ნარინჯისფერის გულშემატკივრები გამუდმებით იღიმებიან, ბედნიერებისაგან ბრწყინავენ და ადვილად ამყარებენ კონტაქტს. შეუერთდი მათ და სცადე ჩვენი საყვარელი ნარინჯისფერი და ნარინჯისფერ-ატმისფერი ჩრდილები:  ულტრაკრემისებური ტუჩსაცხი 5-1-ში The ONE Colour Stylist Ultimate «საუცხოო მარჯანი», კრემისებური ტუჩსაცხი On Colour «მკვეთრი ნარინჯისფერი» და  «მწიფე გარგარი»

ნუდი

ფაქტობრივად, ნუდიარ არის ფერი, არამედ შენი ტუჩების ბუნებრივი ელფერის გამაძლიერებელია. სწორად შერჩეული ნუდი ახალისებს, აახალგაზრდავებს სახეს და მას მეტ გამომსახველობას სძენს, დამატებითი აქცენტის სახით მკვეთრი ფერის   გამოყენების გარეშე. ტუჩები ნუდის სტილში ნიშნავს, რომ გიყვარს საკუთარი თავი, კმაყოფილი ხარ შენი გარეგნობით  და არ ეძებ მოწონებას გარედან. ასე გააგრძელე!

ნუდი ბევრი არასდროს არის. შეავსე და გაამდიდრე შენი კოლექცია: ჩვენ მოგვწონს  კრემისებური ტუჩსაცხი On Colour Flirty «ხორცისფერი პეონი»თხევადი გლუვი ტუჩსაცხი The ONE Lip Sensation «ხორცისფერი ბეჟის» ფერში.

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame