სრულყოფილი ტონი
დაიწყე მაკიაჟის შექმნა ტონალური ფუძის თხელი ფენით: წაისვი ფუნჯით ან პირდაპირ თითებით, რათა საშუალება თანაბარად გადაანაწილო კანზე გადაჭარბების გარეშე. დაიმახსოვრე: რაც უფრო ნაკლებია, მით უკეთესია! - ეს არის ბუნებრივი და მბრწყინავი კანის საიდუმლო. იმ შემთხვევაში კი, თუ კანზე გამონაყარი ან მკვეთრი ლაქები გაქვს, ნუ შეეცდები დაფარო ისინი ტონალური ფუძით. უმჯობესია დაფარო ისინი კორექტორით, ხოლო ტონალური ფუძე მეტად მსუბუქ ფენად გადაანაწილო.
დააფიქსირე მაკიაჟი ფხვიერი პუდრით. არ არის აუცილებელი ის დაიტანო მთელს სახეზე! მთავარი ზონებია: შუბლის ცენტრი, ცხვირის ძგიდი, ნიკაპი და ცხვირის გვერდითა კუთხეები.
აქცენტების გაკეთება
მკვეთრი ტუჩების გარდა, მთლიანი მაკიაჟი თითქმის შეუმჩნეველი უნდა იყოს. შეარჩიე დამაგრძელებელი ტუში მზრუნველი კომპლექსით - დღეს მოცულობისა და დრამის დრო არ არის. შეავსე წარბების ცარიელი ადგილები და შექმნი ბუნებრივი თმის ილუზია. ბოლოს კი წაისვი ფერუმარილი და ბუნებრივი ბრწყინვალებისთვის მაკიაჟის სტიკი: ლოყებზე, ცხვირსა და ქუთუთოებზე.
ფინალური შტრიხი
მაკიაჟის აქცენტია მდიდარი ჩრდილი ტუჩებზე. ამისათვის, მნიშვნელოვანია აირჩიო სწორედ მკვეთრი ფერი: წითელი, ღვინის ფერი, ღრმა ვარდისფერი, ფუქსია - და ფორმულა, რომელიც იზრუნებს კანზე მასში შემავალი ინგრედიენტებით. ჩვენ გირჩევთ, ახალ Giordani Gold Iconic ხავერდოვან ტუჩსაცხს. ის სძენს ტუჩებს ნაზ ხავერდოვან ბრწყინვალებას და მდიდარ ფერს ერთი მოძრაობით კომპლექსის Pigment Oil Fusion მეშვეობით. კომპლექსი Pigment Oil Fusion აერთიანებს ინტენსიურ პიგმენტებს ღრმა და მდგრადი ფერისთვის და მზრუნველ კომპონენტებს: არგანის ზეთს, ვაშლის კურკის ზეთს და იის ექსტრაქტს.