ტუალეტის წყალი Glacier
ცოცხალი, გამამხნევებელი Glacier მოუხდება სპორტული და თავისუფალი სულისკვეთების მქონე მამაკაცს. არომატი იხსნება ლიმნის, ბერგამოტის და ანანასის გრილი ნოტებით, გადადის ხის "გულში", რომელიც შედგენილია ღვიის, როზმარინის, აბზინდისა და ლავანდის ნოტებისგან და სრულდება ამბრის და მუშკის ბაზით. კომპოზიციის ავტორი ფილიპ ბიუსეტონი ქმნიდა არომატებს ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Adidas, Davidoff, Blumarine და Van Cleef & Arpels.
ტუალეტის წყალი Giordani Gold Man
Зცნობილი ხის არომატი მაცდუნებელი, თვითდაჯერებული მამაკაცისთვის, რომელიც აფასებს დახვეწილ ნივთებს და ცხოვრობს ჭეშმარიტი ვნებით სავსე ცხოვრებით. არომატი იწყება ბერგამოტის და შავი პილპილის მკვეთრი ნოტებით ზღვის აკორდის სიგრილესთან შეთავსებით. "გულში" ჟღერს ნეროლისა და ჟასმინის ნოტები, რომლებიც მდოვრედ გადადიან თბილ, ხის ამბრის შლეიფში ვეტივერის და სანდალოზის ქვეტონებით. კომპოზიცია შექმნა ნატალი ფაისტჰაუერმა, რომელიც ამუშავებდა არომატებს წამყვანი ლუქს-კლასის ბრენდებისთვის: Amouage, Carolina Herrera, Hermès, Hugo Boss, Lancome, Yves Saint Laurent.
ტუალეტის წყალი Eclat Homme Sport
ხის და წყლის ბუკეტი, მომხიბლავად ცოცხალი და ბუნებრივად ელეგანტური, შესაფერისია მამაკაცისთვის, რომელიც გამოცდილი კაპიტნის გულდაჯერებულობით მართავს თავის ცხოვრებას და მის ყოველ მომენტში სიხარულს პოულობს. Eclat Homme Sport ოკეანის ენერგიას განასახიერებს. ბერგამოტი, მანდარინი და ვარდისფერი პილპილი გადადის თავდაპირველად სანელებლიან "გულში" ორეგანოს და თეთრი კვლიავის სურნელით, ხოლო შემდეგ ბაზაში დახვეწილი ზამშის, კედარის, პაჩულის და მუშკის ნოტებით. კომპოზიცია გამოიგონა ვენსან შალემ, რომელიც მუშაობდა ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა Le Labo, Max Mara და Tous.
ტუალეტის წყალი Excite by Dima Bilan
გამამხნევებელი სიგრილე და დაუცხრომელი ვნებიანობა ფლაკონში! აზვირთებული, აბობოქრებული ოკეანის მსგავსად, რომლის ძალას ვერ მოათვინიერებ, ეს არომატი ვნებას აღძრავს და გულს იპყრობს. ბერგამოტის, ნესვის და ღვიის ზედა ნოტები სიგრილის ძლიერი ნაკადით შემოიჭრებიან, ხოლო კედარის და ხავსის ნოტები გრძნობების ბუნებრივ ძალას სიღრმეს ანიჭებენ. არომატი შექმნილი იყო დიმა ბილანთან თანამშრომლობით: სპეციალურად ორიფლეიმისთის მან დაწერა სიმღერა Dancing Lady, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ჩვენს კატალოგში.
ლეგენდარული არომატები მამაკაცებისთვის
წელს ორიფლეიმის რამდენიმე არომატს მამაკაცებისათვის 10 წელი უსრულდება. ვსაუბრობთ ლეგენდარული პროდუქტების შესახებ!