1. სიმხნევე: იუძუ და პიტნა
იაპონურ ციტრუსს იუძუს ველურ პირობებში გაზრდა შეუძლია და 9 გრადუსამდე ყინვას უძლებს, ხოლო მისი მწკლარტე არომატი არის მანდარინის და გრეიპფრუტის ნარევი წიწვის და ყვავილების ნოტებით. დავამატოთ ნედლი პიტნის ფოთლები: ის აღადგენს ძალებს, აგრილებს, ახალისებს, აქვს მასტიმულირებელი ეფექტი, ებრძვის დაღლილობას და გამაღიზიანებლობას. გამამხნევებელი კოქტეილი პროდუქტიული დილისთვის მზად არის!
2. პოზიტიური განწყობა: წითელი ფორთოხალი და კურკუმა
ყველაფერი, რაც მზეს ჰგავს, ბედნიერებას გვანიჭებს — ეს ჟღერს მარტივად, მაგრამ მუშაობს! წითელი ფორთოხლის არომატი ატონიზირებს, ხსნის სევდას, მოწყენილობას, ზრდის პროდუქტიულობას, ებრძვის შფოთვას, მღელვარებას, ანიჭებს ოპტიმიზმს და ეხმარება საკუთარი ძალების რწმენას. ჩვენ იგი შევანელეთ მწიკვი კურკუმით (იგივე ყვითელი ფესვი, ყვითელი კოჭა) -— ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ამ სანელებელს დეპრესიის სამკურნალოდ იყენებენ.
3. მოდუნება: ლავანდა და კედარი
ხმელი ლავანდით სავსე პატარა ბალიშები ან არომა-ლამპარში ჩამატებული ზეთის ორიოდე წვეთი ხსნის ჭარბ აღგზნებას, შფოთვას, ხელს უწყობს მძიმე დღის ორომტრიალის დავიწყებას და ოჯახური მყუდროების რეჟიმზე გადართვას. ჩვენს პროდუქტებში, რომლებიც განკუთვნილია ტანის მოვლისთვის, ლავანდას ემატება კედარი: მის არომატს ძალუძს სრულიად გადატვირთოს, განაახლოს ცნობიერება, რომელიც თითქოსდა ტყეში გასეირნებას ჰგავს. კედარის სურნელი აღადგენს შინაგან ჰარმონიას, ამშვიდებს და შემოქმედებით აზროვნებას აღვიძებს.
4. მგრძნობელობა: ქლივი და შავი პილპილი
სიყვარული ჰაერში დაფრინავს! იდუმალების და ცდუნების ატმოსფეროს შექმნაში ქლიავის ნოტა დაგეხმარება — სწორედ ახლა ეს არის გრძნობადი არომატების ყველაზე ტრენდული კომპონენტი. სურნელოვანი შავი პილპილი, რომელიც მრავალ კულტურებში აფროდოზიაკად ითვლება, ასრულებს განსაკუთრებული შემთხვევისათვის განკუთვნილ კომპოზიციას.
ცვალე განწყობა არომატების მეშვეობით
სურნელი გავლენას ახდენს ჩვენს ჰორმონალურ ფონზე და შეუძლია მთლიანად შეცვალოს ჩვენი განწყობა, რაც მეცნიერების მიერ არის დადასტურებული. ჩვენ დავამატეთ ახალ პარფიუმერულ ხაზში Feel Good ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აძლიერებენ გარკვეულ ემოციებს — სცადე და მიეცი თავისუფლება ემოციებს!