როგორც წესი, ღონისძიების ფორმატი მითითებულია თავად მოსაწვევში: Blacktie, Whitetie, Cocktail– ასეთ შემთხვევაში არ უნდა გაჩნდეს კითხვა «რა ჩავიცვა?». მაგრამ, თუ ორგანიზატორებმა დაგიტოვეს სივრცე ფანტაზიისთვის და შემოიფარგლნენ ფორმულირებით «საღამოს მორთულობა», მე გირჩევთ მიმართოთ ათწლეულობით არსებულ წესებსა და დრეს-კოდებს. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ახლო ვარიანტი იქნება დრეს-კოდი Creative black tie – ეს ითარგმნება როგორც «შავი ჰალსტუხი, შემოქმედებითი მიდგომა».
მამაკაცისთვის ეს დრეს-კოდი გულისხმობს ფორმალური კოსტიუმის სხვადასხვა ინტერპრეტირებას მოდურ სიახლეებთან შეხამებით. მაგალითად, სმოკინგი მკაფიო ფერის ბაფთების და კამერბანდების ტიპის არატრადიციული აქსესუარებით ან არატრადიციული შეფერილობის ქსოვილებისგან. ყველაზე თავდაჭერილებისთვის – მოდური ელფერის კლასიკური სმოკინგი, შეხამებული ლამპასებიან შავ შარვალთან, თეთრ პერანგთან კრეატიული ბაფთით და ლაკის ფეხსაცმელებთან-ოქსფორდებთან.
უფრო მარტივი გადაწყვეტაა – მუქი ლურჯი ფორმალური კოსტიუმი, რომელსაც შეიძლება სადღესასწაულო იერი მიეცეს მქრქალი შავი ოქსფორდების და უჩვეულო ბაფთის ხარჯზე, რომელიც აუცილებელი არ არის შეხამებული იყოს ტონალობით.
მნიშვნელოვანი წესი: თუ შარვალზე გათვალისწინებულია პეტლები ქამრისთვის, მაშინ ქამარი აუცილებელია. სასურველია აურჩიოთ სწორკუთხედის ან ოთხკუთხედის ფორმის ლაკონიური ბალთა ყოველგვარი წარწერებისა და ლოგოების გარეშე. ქამრის ფერი ტონით უნდა შეეხამებოდეს ფეხსაცმელს, ან კოსტიუმს, თუ თქვენ კლასიკური კოსტიუმი და შვი ფერის ფეხსაცმელი აირჩიეთ.
ვარიანტი ქალბატონებისთვის: გრძელი კაბა ან საღამოს კომპლექტი, მაგალითად, ხავერდის გრძელი კაბა ან მუქი ფერის კილიტებით მოქარგული კაბა, შეხამებული კლატჩთან და ლაკის კლასიკურ ფეხსაცმელებთან. გამორჩეულად მოწონებას იმსახურებს მუქი ფერის კაბები.
უფრო მარტივი გადაწყვეტაა – მუქი ლურჯი ფერის, მუქი ტერაკოტის ფერის, მუქი წითელი ფერის საშუალო სიგრძის აბრეშუმის, შიფონის ან ატლასის კაბა. ჩვენ ავირჩიეთ ლურჯი კაბა და შეუხამეთ მას მოხდილი კლასიკური ფეხსაცმელები და მოხერხებული კლატჩი.
აქსესუარების არჩევისას შეეცადეთ არ გადააჭარბოთ. თუ თქვენ გაირინდეთ სარკის წინ და ყოყმანობთ, რა დაუმატოთ კიდევ თქვენს გარეგნობას, – ეს ნიშნავს, რომ პირიქით თქვენ უნდა მოიშოროთ გარკვეული დეტალები.
და ბოლოს, საზეიმო საღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: გაიყოლეთ გალა-ვახშამზე შესანიშნავი განწყობა და არ აღმოჩნდეთ ყველაზე მორთული. შეხვედრამდე ორიფლეიმის გალა-ვახშამზე!