ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ოცნებობ სხვაგან გადასვლაზე, დაწინაურებაზე ან საკუთარი ბიზნესის გახსნაზე? ხორცი შეასხი სურვილებს და თამამად დათანხმდი ცვლილებებს — ახალ წელს შენ წარმატება გელის ნებისმიერ წამოწყებაში. აირჩიე სამკაულები ამაზონიტით, რომელიც დაგეხმარება საკუთარი პოტენციალის გახსნაში და დადებითი ენერგიით დაგმუხტავს. ურიგო არ იქნება ასევე ვარდისფერი კვარცი — ჭეშმარიტი ქალურობის და სიყვარულის ქვა.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
სტაბილურობა — ეს არის 2019 წლის საკვანძო სიტყვა. შენ უნდა ჩაუყარო საძირკველი ახალ წარმატებას და ფინანსურ ზრდას: მეტი ყურადღება მიაქციე თვითგანვითარებას. შინაგანი ბალანსის მხარდასაჭერად აირჩიე სამკაულები მალაქიტით: ეს ქვა სურვილებს ასრულებს, დაგეხმარება საკუთარ თავთან ჰარმონიის მიღწევაში და ახლობლებთან ურთიერთობის დალაგებაში.
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
კარიერული წინსვლა, ახალი პროექტები და მიღწევები — ტყუპებს საყვარელ საქმეში წარმატების წელი ელით. თუ დიდი ხანია ოცნებობ კურსების დამთავრებაზე ან დამატებით კიდევ ერთი განათლების მიღებაზე, ეს სწორედ ის დროა. მოლაპარაკებებზე ნაცრისფერი აქატის სამკაული გაიკეთე — დიპლომატების და მშვიდობისმყოფელების ქვა, ხოლო პაემანისთვის აირჩიე წითელი აქატი, რომელიც აღვიძებს ვნებას და აძლიერებს ქალურ მაგნეტიზმს.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
არც კი იფიქრო იმაზე, რომ იყო პრაქტიკული, როდესაც 2019 წლისთვის ისახავ მიზნებს: იდუმალი ოცნებების ასრულების დროა. სამეთუნეო საქმე, ცეკვები, სიმღერა, ხატვა, ფერწერა — რომელ შემოქმედებით ჰობიზე ოცნებობდი, მაგრამ ვერ დაუთმე დრო? მაშ, დაიწყე ახალ წელს — ფანჯრები გრაფიკში რაღაც ჯადოსნობით გაჩნდება, ხოლო სამკაულები მწვანე ავანტიურინით შთაგონებით დაგასაჩუქრებენ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
გაჯერებული წელიწადი ლომს მრავალ შესაძლებლობას მოუტანს. გულდასმით შეარჩიე პროექტები და პარტნიორები, ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობას, არ დაუშვა მეტისმეტი დაღლა, დაქანცვა. მოუსმინე ინტუიციას: ის გიკარნახებს სწორ გადაწყვეტილებას. მხარი დაუჭირე მას რაუხტოპაზით გაწყობილი სამკაულებით, რომელიც ხელს უწყობს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის შეძენას და გასწავლის საკუთარი გრძნობების ნდობას.
ქალწული (23 აგვისტო – 23 სექტემბერი)
შენ ორის მაგივრად მუშაობდი, უნარ-ჩვევებს იწრთობდი და ხარჯებს ყურადღებით ეკიდებოდი — ახალ წელს შენი ძალისხმევა, როგორც იქნა, დაფასდება და ანგარიშზე მრგვალ თანხად გადაიქცევა. ფინანსური წარმატება მოვა არა მარტო შეუპოვარი შრომის შედეგად, არამედ მოულოდნელი ბედის წყალობითაც: დახვდი მას თეთრი ნეფრიტის და ვეფხვის თვალის სამკაულებით, რომლებიც სწორი გზის ძიებაში დაგეხმარებიან და უარყოფითი ემოციებისა და მოვლენებისგან დაგიცავენ.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
გადადე განზე სერიალები და მელოდრამები: შენი ცხოვრება ნებისმიერ სცენარზე უფრო საინტერესო იქნება! ახალი წელი გრანდიოზულ ცვლილებებს მოიტანს შენს პირად ცხოვრებაში. თუ შენი გული ჯერ კიდევ თავისუფალია, მოემზადე სწორედ იმ ერთადერთის შესახვედრად და ატარე ლაზურიტი, ჯადოსნობის და იდუმალი სურვილების აღსრულების სიმბოლო. გსურს ხელის და გულის შემოთავაზება მიიღო, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს შეეყაროთ ან ქორწინებიდან მრავალი წლის შემდეგ მეუღლე ხელახლა შეგიყვარდეს? აირჩიე სამკაულები ვარდისფერი კვარცით, ჭეშმარიტი ქალურობის, რომანტიკის და ოჯახური ბედნიერების ქვა.
მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
ახალი წლის პირველივე დღეები თავბრუს დაგახვევს და ამოცანების, დავალებების პროექტების და დედლაინების ორომტრიალში აღმოჩნდები. ისწავლე დროის სწორი დაგეგმვა და მეტი დელეგირება, სხვაგვარად სამსახური შენი ცხოვრებიდან ყველაფერ დანარჩენს განდევნის. შეიცვალე იმიჯი, გადაწყვიტე სპონტანური მოგზაურობა, დილაობით დატკბი ფინჯანი ყავით - არ დაივიწყო მარტივი სიამოვნებანი. შენი თილისმა ჰემატიტი იქნება, რომელიც საფრთხისგან და წინდაუხედავი გადაწყვეტილებებისგან დაგიცავს, ხოლო თეთრი კვარციტი სურვილების რეალიზებაში დაგეხმარება.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე ჯანმრთელობას: უფრო ხშირად მოაწყვე SPA-სეანსები პირდაპირ შენს სააბაზანოში, ჩაიტარე მასაჟის კურსი, ჩაეწერე იოგის ვარჯიშებზე ან ეწვიე საცურაო აუზს. ცხოვრების აქტიური რიტმი გამძლეობაზე გცდის - გაიკეთე ფირუზისთვლიანი სამკაული, რათა დადებითი ენერგიით დაიმუხტო და ჰარმონია შეიგრძნო.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
შენ გელის დიდი ამბიციების წელიწადი — თუ დიდი ხანია ნატრობ ხელმძღვანელი თანამდებობის მიღებას, ახალ მიმართვას ან თანამშრომელთა გუნდს, სწორედ 2019 წელს ყველაფერი გამოვა. დიდი იქნება საყვარელ სამსახურში 24/7 რეჟიმში დაკარგვის ცდუნება: არ დანებდე და მეტი ყურადღება დაუთმე მეგობრებს და ოჯახს, რათა შეინარჩუნო ახლო და თბილი ურთიერთობები. აირჩიე სამკაული შავი ონიქსით: ითვლება, რომ ის ხელს უწყობს გარშემომყოფთა ემოციების უფრო ფაქიზად შეგრძნებას.
მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
ახალ წელს არ შეიძლება უწოდო მშვიდი: წინ ემოციების მთელი ქარიშხალი გელის. ეგზოტიკური მოგზაურობები, ექსტრიმი, სასიყვარულო დრამები, მოულოდნელი ცვლილებები — 2019 წელი მერწყულებისთვის "ამერიკულ მთებს" ჰგავს. გაიმაგრე სულიერი კეთილდღეობა წითელი აქაფიტის საშუალებით: ეს ქვა შენს სილამაზეს გამოავლენს და ხელს შეუწყობს ბალანსის დაბრუნებას ცხოვრებაში.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დაივიწყე მოსაწყენი სტაბილურობა და გამონაცადი გადაწყვეტილებები: არნახული სიმაღლეების მისაღწევად ახალ წელს უნდა გარისკო! თამამად წადი რისკზე: ერთი შეხედვით უიმედო, გამოუვალ სიტუაციაშიც კი დიდი წარმატება გელოდება. არ შეგეშინდეს მკვეთი გადაწყვეტილებების მიღება და იდღესასწაულე დამსახურებული გამარჯვებები ამეთვისტოს თვალით გაწყობილ სამკაულებში: წარმატების და ფუფუნების ქვა საქმეებში წინსვლას და დიდ წარმატებებს გაჩუქებს, სიმდიდრეს და ბედნიერებას გაგიმრავლებს.