ვარსკვალავური ვარცხნილობები

სეზონებს შორის გიჩნდება სურვილი ხშირად შეიცვალო იმიჯი. შეიძინო ახალი კაბა, სახის კრემი ან თუნდაც გაიკეთო ახალი ვარცხნილობა. მაგრამ სანამ ყველაფერ ამას გააკეთებ, გაეცანი თუ როგორ შეიცვალეს იმიჯი ჰოლივუდის ვარსკვლავებმა!



კეიტ ბოსუორტი
მსოფლიოში 2015 წლის  ყველაზე პიპულარული ვარცხნილობაა «ბობი», რომელიც პირველმა კეიტ ბოსუორტმა გაიკეთა ჯერ კიდევ იანვარში. მას მიბაძეს სიენა მილერმა, როზი ხანტინგტონ-უაიტლიმ და მარგო რობიმ.  გირჩევთ თქვენც სცადიოთ...    

კიმ კარდაშიანი
კიმის ახალი ვარცხნილობა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სულ ახლახანს ის ატარებდა მხრებამდე შავ ლოკონებს და ჩვენ ეს მოგვწონდა - და უცბად მან გაგვაოცა თავისი ფერფლისფერი ქერა თმით.  

ჯესიკა ხარტი
ჯესიკა ხარტის სქელი მუქი-ქერა ლოკონები - ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გადაწყვეტილება, რომელიც ყოველთვის ტრენდულია. თუ გრძელ თმას ატარებთ, შეგიძლიათ მიბაძოთ მას - და შეიქმნათ 70-იანი წლების ეფექტური იმიჯი.




ბეიონსე

ბიონსე - მომღერალი რომელიც ყველაზე ხშირად იცვლის ვარცხნილობას და იმიჯს. გაგვიჭირდება დავითვალოთ რამდენჯერ შეიცვალა მან თმის ფერი და სტილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.    



ლილი კოლინზი
როდესაც სკარლეტ იოხანსონი მაყურებლის წინაშე წარსდგა «პანკის» ვარცხნილობით, საზოგადოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ როდესაც იგივე ვარცხნილობით გამოჩნდა ლილი კოლინზი, ჩვენ შეგვიყვარდა ერთის მხრივ "ამბოხებული", მაგრამ ამავდროულად დახვეწილი სტილი.

ტექსტი: ფოტო: Getty & Shutterstock