პარფიუმერული მოგზაურობა

ინგრედიენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პარფიუმერებს წყვილი არომატების Born to Fly შექმნა შთააგონეს — კომპოზიციები ჰგავს მარშრუტებს, რომელთათვისაც არ არის საჭირო თვითმფრინავის ბილეთების შეძენა, ჩემოდანი და ვიზა.

საფრანგეთი: ლავანდა და მაგნოლია 
საფრანგეთი — ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყანაა და მისი ტერიტორიის თითქმის მეხუთედი ნაწილი უკავია. სწორედ აქ არის განლაგებული ყველაზე დიდი მთა ევროპაში (მონბლანი, 4810 მ.) და მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მნახველი სტუმრობს (ლუვრი, წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანი). ადგილობრივი გასტრონომია შედის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში: აქ მხოლოდ ყველის 1200-ზე მეტ სახეობას აწარმოებენ. 

ივლისში და აგვისტოში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ლავანდის მინდვრები ყვავის. პროვანსში ლავანდას ცისფერ ოქროს უწოდებენ: ფერმერები ფაქიზად უვლიან ნორჩ აღმონაცენს, ხოლო 15 აგვისტო, მოსავლის აღების ბოლო დღე, დიდ დღესასწაულად გადაიქცევა. არომატში Born to Fly For Him ლავანდა არომატულ მუსკატთან ერთად კომპოზიციის გულს ქმნის — გრილს და ცქრიალას.   

ყოველ გაზაფხულზე მთელ საფრანგეთში მაგნოლიები ყვავის, რომლებიც ქალურობის და უმანკოების სიმბოლოდ ითვლება. ციტრუსის სიგრილე ვანილის ნოტებით — სწორედ ასე შეიძლება აღვწეროთ ყვავილის არომატი, რომელიც Born to Fly For Her კომპოზიციას ქმნის.

იაპონია: იუდზუ და მსხალი ნეში 
იაპონიის მთლიანი ფართობის 70%-ზე მეტს მთები იკავებს, ამასთანავე, იგი განლაგებულია 6852 კუნძულზე, რომლებიც წელიწადში 1500-მდე მიწისძვრას განიცდის. აქ მიღებული არ არის სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარული და მომსახურე პერსონალისთვის წვრილმანი გასამრჯელოს მიცემა, თოვლის კაცს მკაცრად ორი ბურთისგან ძერწავენ, ხოლო ადგილობრივი სამზარეულო და სუფრა — ნამდვილი კულტია.

სწორედ ამომავალი მზის ქვეყანაში ჩვენ ვიპოვეთ არაჩვეულებრივი ციტრუსოვანი ნოტი, სუნამოსთვის Born to Fly For Him: იუძუს ველურ პირობებში შეუძლია იხაროს და 9 გრადუსამდე ყინვას უძლებს, ხოლო მისი მწკლარტე არომატი — ეს არის მანდარინის და გრეიპფრუტის ნარევი წიწვის და ყვავილების ნოტებით. სუნამოსთვის Born to Fly For Her ავირჩიეთ მსხალი ნეში, რომელიც ჩვეულებრივისგან მსუბუქი მომჟავო სურნელით გამოირჩევა.    

მექსიკა: აგავა
მექსიკამ მთელი მსოფლიოსთვის აღმოაჩინა შოკოლადი, სიმინდი და წიწაკა ჩილი. სწორედ მექსიკაში, და არა ეგვიპტეში, მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა — ჩოლულას დიდი პირამიდა. ქვეყანა მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს ტერიტორიის სიდიდით, ხოლო მისი დედაქალაქი გარშემორტყმულია ვულკანებით და აღიარებულია ქალაქად მუზეუმების ყველაზე დიდი რაოდენობით — აქ მათი რიცხვი დაახლოებით 200-მდე აღწევს. 

მექსიკაში აგავას 136 ჯიში იზრდება, პლანტაციები ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ. მისი ბოჭკოებისგან ბაგირები, ქსოვილი და ქაღალდი მზადდება, ხოლო წვენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. აგავას არომატი — ბალახოვანი, სუნელიანი და გრილი, მაგრამ ამასთანავე, ოდნავ მოტკბო - Born to Fly კომპოზიციების საფუძველს შეადგენს. 

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame