1. ღამის ნიღაბი
თუ გსურთ გაინებივროთ თავი ძვირადღირებული ზრუნვით, ნიღაბი არის ის, რაც გჭირდებათ. ის მიანიჭებს თქვენს კანს მომენტალურ ბრწყინვალებას და ბუნებრივ შეფერილობას. არ არის საკმარისი? დაიწყეთ ნიღბების გამოყენება ღამითაც. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ აღდგენას, მაშინაც კი, თუ თქვენ გეძინათ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ჩვენ გირჩევთ ღამის ინტენსიურ აღმდგენ ნიღაბს NovAge ინკა-ინჩის, კუპუასუს ზეთებით და ჰიალურონის მჟავით. აქრობს დაღლილობის ნიშნებს და საგრძნობლად აუმჯობესებს კანის შეფერილობას ღამის განმავლობაში. გამოიყენე 1-2 -ჯერ კვირაში: წაისვი ღამის კრემის წასმიდან რამდენიმე წუთში სანამ კარგად შეიწოვება.
2. თმის აღდგენა
ხშირი ვარცხნილობები და თმის საღებავის შემადგენლობაში შესული ქიმიური ნივთიერებები აზიანებს, აშრობს თმას. ამიტომ შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ ფენი და ყოველ კვირას დაატენიანოთ და აღადგინოთ თმის კუტიკულა შრატის ან ზეთის საშუალებით. ეს პროდუქტები ხელს შეუწყობს ჯანსაღი, ლამაზი და ბზინვარე თმის ფერის შენარჩუნებაში. გააკეთეთ ეს და დაიცავით თქვენი თმა.
3. სახის მკვებავი ზეთი
ასაკის მატებასთან ერთად კანი შრება, ან კლიმატური ცვლილებების გამო — იქერცლება. ამ მანკიერი წრიდან გასასვლელად აირჩიე საშუალებები დამაბალანსებელი და დამატენიანებელი თვისებებით. მაგ: რამოდენიმე წვეთი ზეთი დილით და საღამოს. დილით — შრატის გამოყენებამდე, ღამით - ღამის კრემის წასმამდე. ჩვენი ფავორიტები: სახის აღმდგენი კაფსულები კონცენტრირებული ზეთებით NovAge Nutri6 და სახის მკვებავი ზეთი Ecobeauty
ბამბის ექსტრაქტითა და არგანის ორგანული ზეთით, არბილებს კანს, ავსებს ტენიანობით და აღადგენს მას. იდეალური მოვლა ღამისთვის.
4. ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი NOVAGE ECOLLAGEN
ძილის დროს, კანის უჯრედები დაკავებული არიან კოლაგენის სინთეზის აღდგენით. აქედან გამომდინარე, კომპლექსური კანის მოვლის დროს, ყოველთვის გამოიყენე ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი NovAge Ecollagen დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგიითა და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ამცირებს მიმიკური ნაოჭების წარმოქმნას. ათანაბრებს კანს ღამით, არბილებს მას და მატებს დრეკადობას. დილით კი ანიჭებს კანს ჯანსაღი შეფერილობა. მე მომწონს ასეთი კანი, შენ?
5. ფეხის კრემი
შაბათი საღამო (ან ნებისმიერ სხვა დღე, როდესაც გაქვს თავისუფალი დრო) — იდეალურია სხეულის კანის მოსავლელად. გაინებივრე თავი სპა-მოვლით, გაიკეთე დამამშვიდებელი მასაჟი და ფეხებზე წაისვი მკვებავი კრემი. გინდა მეტი ეფექტის მისაღწევად? კრემის გამოყენების შემდეგ, ჩაიცვი ბამბის წინდები და დაიძინე.