1. კომპლექსური მოვლა
მე, ალბათ, კანის მოვლის ყველა ჩვენი ნაკრები ვცადე, მაგრამ NovAge Ecollagen ყველაზე მეტად მომეწონა. დიახ, იაფი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს! ახლა, ყოველდღე, დილით და საღამოს, მე, როგორც ჭეშმარიტი ბიუთი-მანიაკი, კომპლექსური მოვლის წესებს ვასრულებ.
ჯერ — გაწმენდა. შემდეგ — ტონიკი და კრემი თვალების ირგვლივ კანისთვის, შემდეგ შრატი და დამატენიანებელი საშუალება (ღამის ან დილის კრემი). ზაფხულში ვიყენებ ნაოჭების საწინააღმდეგო მსუბუქ დღის კრემს. ჩვეულებრივი დღის კრემის, Ecollagen-გან უფრო მსუბუქი ტექსტურით განსხვავდება და რეკომენდებულია ნორმალური და ცხიმიანი კანის მოვლისთვის (ან ნოტიო კლიმატის პირობებში). ასეთი კრემი არ შეიცავს SPF, ამიტომ, ზაფხულისთვის ვირჩევ ტონალურ ფუძეს დამცავი ფაქტორით.
2. კანის გასაწმენდი ჯაგრისი
ხშირად ზაფხულში ჩვენი კანი ანთების ან მომატებული ცხიმიანობის პრობლემების წინაშე დგება. მე არ მსურს ეს, ამიტომ, ვიყენებ კანის გამწმენდ აპარატს. აპარატი ჭუჭყის, მაკიაჟის და ჭარბი ცხიმის მოშორებაში უფრო ეფექტურად მეხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდით დაბანა და, ამასთან, კანს არ აზიანებს. სხვათა შორის, ასეთი გაწმენდა უზრუნველყოფს მოვლის საშუალებების უფრო ღრმა შეწოვას.
3. სახის ზეთი
ზამთარში ჩემი კანი სწრაფად შრება. ამ დროს მხოლოდ სახის ზეთი მშველის, რომელსაც ყოველდღე ვიყენებ. ზაფხულში კი კვირაში ერთხელაც საკმარისია. ზეთის წასმა ღამის კრემთან ერთად მომწონს სახისა და დეკოლტეს კანზე (მთავარია, კრემი და ზეთი თვალების ირგვლივ არ წაისვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დილით შეშუპებას შენიშნავთ). ვიღვიძებ და სარკეში სიამოვნებით ვიყურები: კანი გლუვია, რბილია და ჯანსაღად ბზინავს. ჩემი ფავორიტი: მკვებავი ზეთი Ecobeauty. სერტიფიკატი ECOCERT ინგრედიენტების ორგანული თვისებების გამო და - არავითარი პარაბენები! ყოველთვის ამ ზეთს ვიყენებ, როდესაც კანის განებივრება მსურს, ან როდესაც ვმოგზაურობ.
4. დაცვის ფაქტორი
სადაც არ უნდა მივდიოდე, სამსახურში, პარკში თუ კაფეში მეგობრებთან ერთად, ყოველთვის ვიყენებ მზისგან დამცავ საშუალებას. ქალაქში ზაფხულში უსაფრთხო ცხოვრებისთვის კარგია სახის დამცავი კრემი NovAge SPF 50 ან SPF 30. ამ კრემების დახმარებით მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედება მცირდება. გარუჯვისას ან ცურვის დროს კი ვიყენებ ორიფლეიმის მზისგან დამცავ საშუალებებს — ამ ხაზში პროდუქტები მთელი სხეულისთვისაა!
5. სხეულის მოვლა
სკრაბი — ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი კანის მოსავლელად ცივი ამინდების შემდეგ. ჩემი საყვარელი საშუალება — შაქრის სკრაბი ტანისთვის «თაფლი და რძე – ოქროს სერია». ასევე ვიყენებ ტანის ლოსიონს Optimals და ტანის და თმის დამცავ ზეთს 3-1-ში Swedish Spa. მათი მეშვეობით კანი არაჩვეულებრივად გლუვი ხდება — სწორედ ის, რაც ზაფხულის თვეებშია საჭირო.