ნაბიჯი 8: ლაკონური აქცენტები
ნაბიჯი 1: მბზინავი კანი
თუ რთული კვირა გქონდა, საკმარისად ვერ გამოიძინე და ყოველთვის ვერ ახერხებდი შოკოლადის ნაცვლად ბოსტნეულის არჩევას, დროა დაუბრუნო შენს კანს სიხალისე და სიჯანსაღე. დაიწყე მომზადება შენი საყვარელი კომპლექსური მოვლით: ის მოგანიჭებს ენერგიის მუხტს და გააჯერებს კანს საჭირო სასარგებლო ნივთიერებებით.
ნაბიჯი 2: თმები, როგორც შამპუნის რეკლამაში
მაშინაც კი, თუ თმის ვარცხნილობაში ახალბედა ხარ, შენი თმა ადვილად შეძლებს პრიალა ჟურნალის ყდებზე გამოსახული გოგონების კულულებისთვის მეტოქეობის გაწევას. გამოიყენე მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნი HairX, რომელიც ინარჩუნებს ფაფუკ კულულებს და ამკვრივებს თმის სტრუქტურას. სუფთა და თითქმის მშრალი თმა დაიხვიე ბიგუდებზე და დატოვე 15 წუთით. ასე მიიღებ მსუბუქ და ჰაეროვან ტალღებს. საფინალო შტრიხი — ბზინვარების მიმნიჭებელი სპრეი. მოცულობა, ბზინვარება, სიხშირე, ჯანსაღი იერი — მიზანი მიღწეულია!
ნაბიჯი 3: იდეალური ტონი
სწორედ ის პაემანი — არ არის დრო წითელი ხალიჩიდან გადმოსული მაკიაჟისთვის. მკვრივი ტონი შესამჩნევი იქნება: აირჩიე მსუბუქი, დამატენიანებელი დაფარვა ბზინვის ეფექტით . თითქოს საერთოდ არ შეგიღებავს!
ნაბიჯი 4: ვნებიანი ტუჩები
წითელი ტუჩსაცხი Giordani Gold Master Creation — ნამდვილი კლასიკაა რომანტიკული პაემანისთვის. გინდა, რომ უფრო თანამედროვედ გამოიყურებოდე? შეიშრე ოდნავ ხელსახოცით, რომ ტუჩებზე მხოლოდ ჩრდილი დარჩეს და დაამატე ფერუმარილის თხელი ფენა ნაზი ხავერდოვანი დაფარვისთვის.
ნაბიჯი 5: კატის მზერა
ისრები შენს თვალებს მიმზიდველობას და იდუმალებას შესძენს, ასევე ხელს შეუწყობს მათ ვიზუალურად გადიდებას. ჩვენ თხევადი კონტურული ფანქრის OnColour -ის მომხრენი ვართ: სწორედ ის იძლევა ღრმა, მდიდარ ფერს და მისი გამოყენება არც ისე რთულია, როგორც ჩანს. დაიხატე, როგორც გამოგდის, შემდეგ კი დაასველე ბამბის ჩხირი მიცელარულ წყალში და შეასწორე ფორმა. ვერავინ ვერ გაიგებს!
ნაბიჯი 6: მოვლილი ხელები
შენ ფურცლავ მენიუს, ცდილობ ურჩი კულულის გასწორებას და ყურის უკან დამალვას, მას კი არ შეუძლია მზერა მოწყვიტოს შენს ხელებს. საქმე სწორად არჩეულ წითელშია! აირჩიე ყველაზე სუფთა და სწორხაზოვანი ელფერი — ჩვენ ვიპოვეთ ასეთი: მდგრადი სწრაფად შრობადი ლაქები The One ხაზში.
ნაბიჯი 7: საიდუმლოებით მოცული შლეიფი
იმ შემთხვევაშიც, თუ გრილი და მსუბუქი არომატების თაყვანისმცემელი ხარ, გარისკე და სცადე მაცდური, თბილი და მგრძნობელობით აღსავსე არომატი საღამოსთვის, რათა იდუმალება შესძინო შენს იმიჯს. ჩვენ მოგვწონს პარფიუმერული წყალი Amber Elixir Mystery: ამბრა, ციტრუსი და ვანილი თითქოს ჩარჩოში აქცევს წითელი შროშანის გრძნობად აკორდს. ახლა შენ იშვიათი ყვავილივით ხარ!
ნაბიჯიг 8: ლაკონური აქცენტები
გაიკეთე ყველა საყვარელი სამკაული, შემდეგ კი მოიხსენი ნახევარი — აი, ეს არის სტილისტების საყვარელი ლაიფჰაკი იმისათვის, რომ ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინო. ჩვენ გირჩევთ სულაც ერთი კომპლექტით შემოიფარგლო: მაგალითად, საყურეები და კულონი ნაზ ფერებში. შენ მზად ხარ დაუვიწყარი საღამოსთვის!