შეეგებე გაზაფხულს ლამაზად

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ორიფლეიმის ბიუთი-რედაქტორმა სოფია მარინიუ დე ლემოსმა გაგვიმხილა რჩევები, და თუ როგორ შევეგებოთ ახალ სეზონს ლამაზად.

კანის მოვლა

მე ძალიან დიდ ყურადღებას  ვუთმობ ჩემი კანის მოვლას და ყოველთვის ვიყენებ გამწმენდ საშუალებებს შრატის ან დამატენიანებელი საცხის  წინ.  როგორც იცით,  შვედური ზამთარი ძალიან მკაცრია, ამიტომ, დამატებით  ვიყენებ მკვებავ საცხს, რომელიც  იცავს ჩემს კანს სიცივისა და გამოშრობისაგან. 


უხილავი მაკიაჟი
ამ გაზაფხულზე ძალზედ  აქტუალურია ნეიტრალური, ბუნებრივი და ოდნავ შესამჩნევი მაკიაჟი. და, რადგან ჩემი კანი სულაც არ არის იდეალური, ასეთი მაკიაჟისთვის  მჭირდება  დამატენიანებელი საცხი და კარგი კორექტორი.   მე ვიყენებ ჩემ კანზე ცოტათი ღია კორექტორს, რომელსაც ფუნჯის გამოყენებით დავიტან განსაზღვრულ ადგილებზე.  


თვალის ყოველდღიური მაკიაჟი
ჩემთვის, ყოველდღიური მაკიაჟი წარმოუდგენელია ტუშის გარაშე. მაქსიმალური  ეფექტისთვისტუშის წასმამდესპეციალური ხელსაწყოთი ვიპრიხავ წამწამებს. ხოლო, განსაკუთრებული შემთხვევისთვის,  თვალის ზედა ქუთუთოზე  ლაინერით გამომყავს ისრები, რომელიც ჩემს მზერას უფრო  გამომხატველს ხდის.   

ახალი ფერები

პომადა- ჩემი იდეალური აქსესუარია. მე ძალიან მიყვარს სწორი თმის და მქრქალი(არაბზინავი) სახის ფერის თანხვედრა. ასეთ სახეს კი  მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი ამშვენებს. გაზაფხულობით ვივიწყებ მუქ შეფერილობებს და კოსმეტიკას ვანახლებ მარჯნისფერი და წითელი ტონებით.  

ფრჩხილები
მოვლილი ფრჩხილები - ეს ყველა ქალბატონისთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც, ისეთივე წესი მაქვს, როგორც ტუჩსაცხთან დამოკიდებულებაში: გადავდო მუქი ზამთრის შეფერილობები და მოვიმარაგო მკვეთრი საგაზაფხულო ფერები. ვარდისფერი, ბეჟი და თეთრი შეფერილობები -ამ გაზაფხულის ტრენდია.

ტექსტი: ფოტო: Oriflame