მზად ხარ ცვლილებებისთვის? თუ ასეა, შეეგებე პოდიუმების და ვიზაჟისტებისთვის აქტუალურ ფერს - ლურჯს. შთაგონებული საუკეთესო დიზაინერული იდეებით აღფრთოვანებულნი ვართ Derek Lam-ის ტროპიკული ფირუზისფერით, ვფოკუსირდებით Celine ფერის ღამის ცაზე, ვგრილდებით Rodarte-ეს ყინულოვანი გამით – სეზონის ძირითადი ფერი მრავალფეროვანია. მიაქციე ყურადღება, Karen Walker-ის ჩვენებაზე მოდელების თვალები გამოკვეთილია მწვანე-ცისფერი ტონებით, Celine კი ხაზს უსვამს ღრმა ლურჯ ფერებს, ხოლო Hussein Chalayan-მა თავის ჩვენებაზე ცივი თეთრი-ცისფერი ჩრდილები გამოიყენა.