სპორტული მოდა

სპორტი — ეს ჯანმრთელობა და სილამაზეა, მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ საუბარი მხოლოდ სპორტული ფიგურის სილამაზეზეა! სპორტი — ეს მოდაცაა: გაბედული სილუეტები, ინოვაციური ქსოვილები და ფუნქციონალური დიზაინი. ორიფლეიმის ოფიციალური სტილისტი, რომან ბელოსნეჟნი გვესაუბრება ამ შემოდგომის ყველაზე მოდურ სპორტულ ტენდენციებზე.

სტილი — სპორტული ქეჟუალი — შენს ყოველდღიურ გარდერობში ახალი სიცოცხლის შთაბერვის უბრალო ხერხია. ამისთვის საკმარისია ჩვეულ იერში რამდენიმე გაბედული სპორტული ელემენტის დამატება.

მაგალითად, ასეთ ელემენტად შეიძლება იქცეს კაშკაშა ფერები. აქტიური დასვენების დროს ფლუორესცენტული აქცენტი არა მარტო შესამჩნევს გაგხდის, არამედ, ასევე, გუნება-განწყობას აგიმაღლებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამინდი გაფუჭდება და იწვიმებს. 

შედარებით გრილი დღეებისთვის კარგია ჟილეტი, როგორიც მარტი მაკფლაის აცვია კინოფილმში — «უკან - მომავალში» — გაგათბობს კიდეც და არც მოძრაობებში შეგზღუდავს. საერთოდ, ზედა ტანსაცმელი უფრო კაშკაშა უნდა იყოს, ვიდრე, მაგალითად, შარვალი ან სვიტერი. საინტერესო ელემენტი, აბსოლუტურად აუცილებელი, თუ ველოსიპედით სიარული ან საღამოობით სირბილი გიყვარს — სინათლის ამრეკლავებია.

სპორტული სტილის მნიშვნელოვანი და აქტუალური ელემენტი — კაშკაშა და თვალში საცემი ზოლია. ყვითელი, იისფერი, ვარდისფერი და სხვა შესამჩნევი ფერები — ყოველდღიურობის არასტანდარტულ პასუხად იქცევა და ყველასგან გამოგარჩევს. სტილის ეს თავისებურება — კაშკაშა დეტალები და ელემენტები — უბრალო თეთრ მაისურსაც კი გაალამაზებს, რომელიც ახლებურ იერს მიიღებს კაშკაშა შარვალთან ან საწვიმართან, თეთრ ან კაშკაშა ფერის ბოტასებთან და ჯინსებთან შეხამებისას.

სპორტული ქეჟუალის ზოგადი წესი შეხამებაში მდგომარეობს: აშკარად სპორტული ელემენტები შეიძლება ყველაფერს შეუხამოთ, მაგრამ, ყველაზე კაარგია ჯინსებთან ან დამოკლებულ შარვალთან. მიაქციე ყურადღება შარვალ-ჯოგერს (წვივებთან რეზინით) — ის მოდურად გამოიყურება და ყურადღებას წვივებზე ამახვილებს.

სტილს საუკეთესოდ შეავსებს სპორტული ფეხსაცმელი — ამ სეზონის აბსოლუტურ must-have-ს თეთრი ფერის ფეხსაცმელი წარმოადგენს. დიახ, ლანჩიც თეთრი უნდა იყოს. თუ ფიქრობ, რომ თეთრი ბოტასები ზედმეტად თვალში საცემია (თუმცა, "ზედმეტად კაშკაშა" სპორტულ სტილში ნამდვილად არაფერია), შეგიძლია სხვა ფერის ფეხსაცმელი შეარჩიო, მთავარია, ყურადღება მიაქციო იმას, რომ ფეხსაცმელი კონტრასტული იყოს ტანსაცმელთან. შეხედე ათლეტებს ან ფეხბურთელებს!

რაც შეეხება დიზაინს, სპორტული ქეჟუალის სტილის ტანსაცმელი უბრალოებით და ფუნქციონალურობით უნდა გამოირჩეოდეს და, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიცავდეს არავითარ ზედმეტი ნაკეცს, დრაპირებას, პაიეტს და ნაქარგს. სხვებისგან გამორჩეულობა აუცილებელია, მაგრამ — მხოლოდ ფერების კომბინაციის და კაშკაშა აქცენტების ხარჯზე.

აქტუალური იერის შექმნისას, ყურადღება სიგრძესა და ზომას უნდა მიექცეს. ტანსაცმელი არ უნდა იყოს გაწელილი, სამხრეები ადგილზე უნდა იყოს, ჯინსი ან შარვალი კი ქუჩას არ უნდა გვიდეს. როგორც უკვე ვთქვით, იდეალური სიგრძე წვივებამდეა. მოერიდე გაწელილ მკლავებს თუ საყელოს, შეინარჩუნე ზუსტი ზოლები და სპორტული სილუეტი!

ტექსტი: ფოტო: Oriflame