Casual: თავისუფლება მათთვის, ვინც ამას აფასებს

ორიფლეიმის ოფიციალური სტილისტი რომან ბელოსნეჟნი განმარტავს მკაცრი საოფისე დრეს-კოდის შემცვლელი Casual სტილის წესებს.

Casual ითარგმნება რუსულ ენაზე როგორც «ყოველდღიური», «უშუალო». ეს სტილი განსხვავდება იმით, რომ უფრო პრაქტიკული და მოხერხებულია, მაგრამ ამავე დროს მას საკმაოდ მკაცრი წესები ახასიათებს. ასეთი შერწყმა საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ Casual-ზე, როგორც მკაცრი საოფისე სტილის შემცვლელზე. რუსეთში მიღებული არ არის სკურპულოზურად დრეს-კოდის წესების მიდევნა. ფორმალური ჩარჩოები ბუნდოვანია. თუ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სამსახურში დავდივართ Casual სტილით ჩაცმულები, სულაც არ არის სავალდებულო დავიცვათ მისი ყველა პრინციპი.  

მაგრამ წესები ტყულუბრალოდ არ არსებობს. დრეს-კოდი — ენაა, რომლითაც ტანსაცმელი გადასცემს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენს შესახებ, იმის შესახებ, თუ რამდენად ყურადღებიანი ვართ დეტალების მიმართ, ჩვები უნარის შესახებ დავინახოთ სურათი მთლიანობაში, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს და გარშემომყოფთა მიმართ. დღეს ჩვენ შევეცდებით განვმარტოთ Casual-ის, როგორც ყველაზე ფართოდ გავრცელებული და უმეტესი სიტუაციისთვის შესაფერისი სტილის, ძირითადი წესები.

Casual ყველასთვის სხვადასხვა არის

სტილისტებს და იმიჯის კონსულტანტებს აქვთ ცნება dress up და  dress down. ისინი განსაზღვრავენ თქვენი სტილის ფორმალობის დონეს და რამდებად არის დაშორებული თქვენი სტილი კლასიკურისგან, აგრეთვე გეხმარებიან ხასიათის შექმნაში. ასე, მაგალითად, გადმოშვებული პერანგი არის dress down - ეს ნაკლებად ფორმალური ვარიანტია. ხოლო სპორტული პიჯაკი (ბლეიზერი) არის dress up — უფრო ფორმალური ვარიანტი. ტრადიციული კლასიკური სტილის რაც უფრო მეტ ელემენტს ვიყენებთ ჩვენს ჩაცმულობაში, მით უფრო ფორმალურია ჩვენი სტილი.

Casual -ის მახასიათებლები
1. სერიოზულობის მეორე ხარისხი კლასიკური სტილის შემდეგ. 

2. მუქი, მქრალი პრაქტიკული ელფერის ნაცრისფერი, ყავისფერი, ჩალისფერი და მუქი ლურჯი. არაუმეტეს სამი ფერისა. ელეგანტურ ვარიანტში (დიახ, ასეთიც შეიძლება იყოს) დასაშვებია მხოლოდ ერთი ფერი.

3. Casual სტილის სილუეტი — თავისუფალი, რომელიც არ ზღუდავს მოძრაობას. დამახასიათებელია სწორი ხაზები და მრავალფენოვნობა, მაგრამ არასაზიანოდ სტატუსისა და სერიოზულობისთვის. ჩვეულებრივი სამკუთხედი ან მართკუთხედი. ქალების ჩაცმულობაში არ არის მკაფიოდ გამოხატული წელი, მაშინ, როდესაც მამაკაცების ჩაცმულობას გამოხატული წელი კლასიკური სტილიდან გადმოღებულ სიმკაცრესა და ფორმალობას მატებს. აქსესუარები არ უნდა იყოს ბევრი და ძვირფასი. 

 

მინიშნება:

Casual  სტილის კლასიკურისგან მნიშვნელოვანი სხვაობაა – ელვა-შესაკრავები. კლასიკურ სტილში ისინი არ დაიშვება. კარდიგანი ელვა-შესაკრავით — Casual  სტილის ნიშანია, ისევე, როგორც ელვა-შესაკრავები ჯიბეებზე. თუ ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტი, აქსესუარების სიჭარბე, ნივთების საინტერესო დიზაინი, პრინტები და სხვა ინდივიდუალური რამ ფიგურირებს — ეს არ არის Casual და მით უფრო კლასიკური სტილი. უკეთეს შემთხვევაში ჩვენს წინაშეა უფრო თავისუფალი ვარიანტი - smart casual სტილი.

და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ ნებისმიერი სახის შექმნისას: ტამსაცმელი უნდა იყოს შეხამებული ფერის მიხედვით, შესაფერისი ზომისა და სიგრძის და მორგებული კონკრეტული სიტუაციისთვის. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame