1. ისიამოვნე ლამაზი კანით
გსურს გამოიჩინო მზრუნველობა და აჩვენო, რამდენად ძლიერ აფასებ მის ბუნებრივ სილამაზეს? მაშინ აჩუქე კანის მოვლის საშუალებები. თუ არ იცი მისი კანის ტიპი, საყვარელი ტექსტურები და სასურველი ეფექტი, ორიენტაცია აიღე ასაკზე.
30+ კატეგორიისთვის გირჩევთ ნაოჭების საწინააღმდეგო განახლებულ კომპლექსურ მოვლას NovAge Ecollagen Wrinkle Power. სერია დაპატენტებული ტრიპეპტიდ-ტექნოლოგიით, დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავით და ედელვეისის ღეროვანი უჯრედებით. ოთხი ნაბიჯი ახალი ცხოვრებისაკენ ნაოჭების წინააღმდეგ. კლინიკურად დამტკიცებულია: მომენტალური ეფექტი — 49%-ით შემცირებული ნაოჭები.
2. გარდერობის განახლება
მოდური იმიჯები წელიწადში 365 დღის განმავლობაში და ახალი გადაწყვეტილებები ყოველი სეზონისთვის — ეს არის მისი კრედო? დეტალები წყვეტს ყველაფერს! აირჩიე აქსესუარები საზაფხულო კოლექციიდან. რომანტიკულ ქალიშვილს მოუხდება სამკაულები ვარდისფერი კვარცით, კარიერისტი ქალბატონი დააფასებს ლაკონურ ჩანთას, ხოლო კონტრასტების მოყვარული კი — ტყავის და ლითონის შეხამებას.
3. ყველაფრისთვის იყო მზად
სამსახურიდან პირდაპირ საღამოს წვეულებაზე — მის ხელჩანთაში არის ყველაფერი, რაც დაეხმარება იმაში, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალოს იმიჯი. აირჩიე მრავალფუნქციური აქსესუარები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გაგიმართავენ ხელს. ჩვენ გირჩევთ: ფუნჯების ნაკრებს 4-1-ში, მანიკური ნაკრებს და ორიგინალურ ყელსაბამს საკიდებით.
4. ასხივე თავდაჯერებულობა
დედლაინები, მიზნები, ამოცანები — მისი სამუშაო დღეები წუთების მიხედვით არის გაწერილი, რადგან დიდი იმედები უბრალოდ უნდა ასრულდეს. აჩუქე მას სუნამო Dare to Shine, რომელიც ხაზს გაუსვამს მიზანდასახული ხასიათის საზღვრებს.
არომატს საფუძვლად უდევს კუნძულ ტაიტის ცნობილი სიმბოლო — ტიარეს ყვავილი, ანუ ტაიტური გარდენია. ტიარეს სურნელი ჰგავს ნეროლის, ჟასმინის და ფრანჟიპანის შეხამებას მწვანე და თაფლისფერ ტონებთან, ხოლო ფლაკონის დიზაინი წახნაგოვან ბრილიანტს ჰგავს — თუ ბრწყინვაა, ბრწყინვა იყოს!
5. იგრძნო თავი განსაკუთრებულად
ის სხვებს არ ჰგავს, ამიტომ მისთვის სიურპრიზი განუმეორებელი უნდა იყოს. გაიარე მარტივი ტესტი და შეაგროვე საჩუქარი მისი ინტერესების, სურვილების და გემოვნების გათვალისწინებით.
მხოლოდ წარმოიდგინე: სანამ სხვებს იერიში მიაქვთ სავაჭრო ცენტრებზე და რიგებში დგანან, შენ საჩუქარს არჩევ სახლში, მყუდრო და მოხერხებულ დივანზე წამომჯდარი — და ეს საჩუქარი პირდაპირ მიზანში ხვდება!