მიიღე გამოწვევა!

ათასობით ქალბატონი მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად იღებს გამოწვევას სამყაროსგან და საკუთარი თავისგან. სტერეოტიპები, სილამაზის სტანდარტები და სირთულეები გვამოწმებს გამძლეობაზე, გვაიძულებს დავტოვოთ კომფორტის ზონა. იყავი შთაგონებული, დაისახე მიზანი და გახსოვდეს: შენ მარტო არ ხარ!

მიიღე გამოწვევა…

…სტერეოტიპები
მეამბოხე, ორგანიზაციის წამყვანი თანამშრომელი, თუ ბედნიერი მეუღლე და დედა? შენი ძალა — შენს უნიკალურობაშია. გჯეროდეს, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დატოვოს კვალი ისტორიაში: საკუთარ სამზარეულოშიც კი შესაძლებელია სამყაროს შეცვლა. არ აქვს მნიშვნელობა ატარებ თუ არა დროს მეგობრებთან ერთად, კითხულობ პრეზენტაციას შეხვედრაზე თუ ამზადებ საყვარელ ნამცხვარს შვილისთვის: შენ შეგიძლია იამაყო საკუთარი თავით.  

…ეჭვი
არავინ იბადება თავდაჯერებული — ეს თვისება გამოცდილებასთან ერთად მოდის. იყო თავდაჯერებული  ნიშნავს — იცოდე საკუთარი თავის ფასი. მოუსმინე შინაგან ხმას და ამცნე სამყაროს შენს შესახებ, გამოკვეთე შენი უნიკალური სილამაზე. ნაცვლად «მე არ შემიძლია» — «მე ყველაფერი გამომივა!», შეუმჩნეველი იმიჯის ნაცვლად — ვარსკვლავური ჩაცმულობა და დრამატული მზერა. 

გსურს მეტი შთაგონება? იხილე ორიფლეიმის სპეცპროექტი Cosmopolitan: ხუთი ვარსკვლავური ბლოგერი გვიზიარებს თავის ყველაზე თამამ ისტორიებს. მიიღე შთაგონება, აიღე მაგალითი და გახდი ერთ-ერთი მათგანი!

…კომპრომისები
არასოდეს დაკმაყოფილდე მცირედით! თუ კარიერაა, ოჯახისთვის ზიანის მიყენების გარეშე — ააწყვე შენი ბიზნესი, იმუშავე სახლიდან და თავად გადაწყვიტე რა დრო დაგჭირდება მუშაობისთვის. თუ დატვირთული ცხოვრების რიტმი გაქვს, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით — ორი წუთი კანის კომპლექსური მოვლისთვის, ვიტამინები დილით და სასარგებლო ველნეს პროდუქტები დღის განმავლობაში, და შენ მოწოდების სიმაღლეზე ხარ. თუ კოსმეტიკა — მაშინ ინოვაციური, უსაფრთხო, ბუნებრივი ინგრედიენტებით და უახლესი ტენდენციებით შესაბამისი. 

…ჩვეულებრივი წამწამები
გადამწყვეტი მზერა! დრამატული წამწამები მატებს თვალებს განსაკუთრებულ გამომხატველობას და ახალი ტუშით The ONE Tremendous ასეთი ეფექტის მიღწევა ბევრად მარტივია. დიდი ფუნჯი და ჰაეროვანი კრემისებური ფორმულა, ქმნის მომენტალურ მოცულობას — 6-ჯერ მეტი შეუღებავ წამწამებთან შედარებით. შემატე იმიჯს კარგი ვარცხნილობაც და შენ მზად ხარ მსოფლიოს დასაპყრობად! 

ტექსტი: ფოტო: Oriflame