მრავალი მოდელი პოდიუმზე გამოიყურება ისე, თითქოს მათ სრულყოფილი კანი აქვთ ბუნებრივივად და მხოლოდ მსუბუქად უსვიათ სახეზე პუდრი. დაგვიჯერე, რომ ისინი ასე არ იღვიძებენ! თუ კანი ისე გამოიყურება, თითქოს მასზე საერთოდ არ არის მაკიაჟი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზაჟისტებმა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დახარჯეს ამ ეფექტის მისაღწევად, ვიდრე მკვეთრი მაკიაჟის შესაქმენლად.
ნაბიჯი 1: ყურადღება გაამახვილე სახის მოვლაზე
კანზე კონცენტრირებული მაკიაჟი ყოველთვის იწყება მოვლის პროცესით. მაშინაც კი, თუ ეს არის მოდელისთვის მესამე შოუ დღის განმავლობაში, ვიზაჟისტს მხოლოდ 20 წუთი აქვს იმიჯის შესაქმნელად. უფრო მეტიც, ჩვენ აქ გვაქვს საბაბი ამ ნაბიჯის გამოტოვების. გაწმენდის დროს გააკეთე მსუბუქი ლიმფური სადრენაჟო მასაჟი, რათა ხელი შევუწყოთ სისხლისა და ლიმფური ნაკადი მიმოქცევას და ამასთანავე, თავიდან ავირიდოთ შეშუპება. ფოკუსირება გააკეთე ყბის ხაზსა და ლოყებზე: მსუბუქად დააჭირე თითის წვერებს და გადაადგილდი სახის ცენტრიდან პერიფერიისკენ. მალე შეამჩნევ მსუბუქ ლიფტინგის ეფექტს და ეს ტექნიკა ასევე დაგეხმარება პილინგის მოცილებაში. მოვლის პროცესი კი, დაასრულე შენი კანის საჭიროებებზე განკუთვნილი დამატენიანებელი კრემით.
ნაბიჯი 2: სახის სკულპტურირება
იმისათვის, რომ მბრწყინავი კანი სრულიად ბუნებრივად გამოიყურებოდეს, კონტურინგის სწორი ტექნიკა წარმატების მნიშვნელოვანი საიდუმლოა. საჭიროა სახის ნაკვთების ხაზგასმა იმისათვის, რომ ისინი ბრტყლად არ გამოიყურებოდეს. შენ გჭირდება ორი პროდუქტი - კონტურირების საშუალება და ჰაილაითერი, სახის სხვადასხვა ნაწილის გამოსაკვეთად. არჩევანი გააკეთე კრემისებურ ტექსტურებზე - ისინი უფრო ბუნებრივად გამოიყურება კანზე და მათი გამოყენება უფრო ადვილია.
გამოიყენე კონტურირების საშუალება ან ბრონზერი, რომ მეტი სიღრმე შესძინო ყვრიმალებს და ასევე, ცხვირსა და შუბლს მიანიჭო სასურველი ფორმა. ჰაილაითერი კი, დაამატე იმ ადგილებში, სადაც ეცემა ბუნებრივი სინათლე - ყვრიმალის ზედა ნაწილი, ცხვირის წვერი და ზედა ტუჩის კონტურის ადგილი.
ნაბიჯი 3: საბოლოო შტრიხი
ბოლო ეტაპზე გაიკეთე წარბები, რათა ერთ მთლიანობად შეკრა მთლიანი მაკიაჟი. გამოკვეთილი წარბები დღეს ისევ ტრენდულია, ხოლო აქცენტი წარბის რკალისებურ ფორმაზე გამოხედვას უფრო ღიას ხდის. გამოიყენე წარბის პომადა ТНE ОНЕ და ფოკუსირება გააკეთე მთელს წარბზე, თავიდან კუდის დაბოლოებამდე. მოხატე წარბების ფორმა მოკლე მსუბუქი შტრიხებით წაკვეთილი ფუნჯით.
ცხვირთან ახლოს წარბების საწყისი ადგილები დახატე მეტად ბუნებრივად - არ აიღო ფუნჯით ახალი პროდუქტი, არამედ გამოიყენე ის, რაც დარჩენილია ფუნჯზე. როდესაც წარბის ფორმა უკვე მზად იქნება დაივარცხნე ის, რათა უფრო თანაბრად გადანაწილდეს პროდუქტი. და საბოლოოდ დაასრულე მაკიაჟის შექმნა ღია ვარდისფერი პროდუქტით, რომელსაც ტუჩებსა და ლოყებზე დაიტან — ჩვენ მოგვწონს ფერუმარილის მაკიაჟის სტიკი THE ONE.