საგაზაფხულო ტრენდების მიმოხილვა

შეაღე გარდერობი და ამოიღე კოსმეტიკური ჩანთა: დროა, შეისწავლო მიკროტრენდები და მოირგო ახალი მოდური იდეები!

ყვავილების ენა
ყვავილების ტრენდი არცთუ ისე მარტივია, როგორც გეჩვენება. იმისათვის, რომ იგი ზამთარში მართებულად და დროულად გამოიყურებოდეს, შეარჩიე კაბები ფლორისტული ნახატით, უბრალო ფეხსაცმელი და მინიმალისტური აქსესუარები. მაშინ შეძლებ არა გადატვირთული, არამედ კონტრასტული და ჭეშმარიტად მოდური იმიჯის შექმნას. 

უკან, 60-იანებში
სამკუთხედები, მართკუთხედები, წრეები — რეტროს სტილის გეომეტრიამ დაიპყრო ჩვენი გონება და გარდერობი! თავიდან ფეხებამდე ასეთ სამოსში გამოწყობა რამდენადმე ზედმეტად ხომ არ გეჩვენება... too much? წაუგებელი ვარიანტი — პრინტიანი ქსოვილების საბაზისო შავ ფერთან შეხამება.  

ხელოვნური ბეწვი
მისი უგულებელყოფა შეუძლებელია — უბრალოდ შეუერთდი ახალ ბეწვეულის რევოლუციას!

ვარსკვლავებზე კაშკაშა
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს წახვალ. ბზინები — ეს ყოველთვის სერიოზული განაცხადია. ასე რომ, უბრალოდ დარჩი ისეთი, როგორიც ხარ.  ყურადღება მიქციე ტუჩსაცხს მბზინავი ეფექტით The ONE Power Shine HD: ბრილიანტის ფინიში, დატენიანება და მოცულობის ეფექტი.

მკვეთრი გრაფიკა
გაახალისე, უღიმღამო ზამთრის გარდერობი გრაფიკული ნახატებით, ხასხასა პრინტებით, განწყობილების ასამაღლებელ ფერებში. 

არავითარი ნახევარტონები!
წითელი, ყვითელი, ცისფერი — აირჩიე შენთვის ნებისმიერი! ახალ 2019 წელს კვლავ ბრუნდება სუფთა საბაზისო ფერები.  

მრავალშრიანობა
შეათავსე გრძელი მოკლესთან, შავი თეთრთან — კონტრასტები მხოლოდ ხაზს უსვამს სილამაზეს.

რაც ნაკლები, მით უკეთესი
ოვალური ფორმა, ოპტიმალური სიგრძე, შესრულების მარტივი ტექნიკა, თეთრი ფერი ან ნიუდი — ცხადია, რომ მანიკურში ამჯერად მინიმალიზმი ბატონობს. 

საფუძვლად — ბუნებრივობა
ამ სეზონში ყველაზე კრეატიული და გამოკვეთილი მაკიაჟიც კი სახის ჯანსაღ ტონს დაეფუძნება. დაიწყე სახის მრავალფუნქციური კრემ-ტონის The ONE A-Z Hydra SPF 30 წასმით: დატენიანება, მსუბუქი დაფარვა და გარემოს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვა გარანტირებულია მთელი დღის განმავლობაში. 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame