მარგალიტები Giordani Gold შენს სტილში

ყველას გვინდა ისე გამოვიყურებოდეთ, თითქოს ახლახან დავბრუნდით კურორტიდან. ჯანსაღი ბზინვარება, რომელიც მყისიერად გვანიჭებს სიახლეს, სიცოცხლეს და გვაახალგაზრდავებს, ახლა უკვე ღრუბლიან დღეებშიც ხელმისაწვდომია. შეხვდი Giordani Gold–ის ახალ ბურთულებიან პუდრს და ფერუმარილს. შეიტყვე, რა საგანძური იმალება პატარა მრგვალ ქილაში!

ახალგაზრდობის ესენცია და მინერალები

მაკიაჟი თუ კანის მოვლა? მეცნიერება წინ მიიწევს, და ჩვენ უფრო ნაკლებად გვჭირდება არჩევა. Giordani Gold-ის განახლებული პროდუქტები კანს არა მარტო უბრუნებს განახლებულ შეფერილობას, არამედ ზრუნავს მასზე ჰიალურონის მჟავის შემცველი ახალგაზრდობის ესენციის მეშვეობით. მინერალებთან შეთავსებით, ის კანს არბილებს, მეტ სიგლუვეს და ხავერდოვნებას ანიჭებს — ერთი სული გაქვს შეეხო! კომპოზიციის შემადგენელი ორი მინერალი იძლევა წვრილდისპერსიულ, მდიდრულ ბზინვარებას, თითქოს ის შიგნიდან მოდის.


ინტენსიური ფერები

განახლებული ხაზისთვის ჩვენ შევარჩიეთ ჩრდილები, რომლებიც გაუსვამს ხაზს შენი კანის ქვეტონს. გაძლიერებული პიგმენტაცია, უფრო გაჯერებული ფერები — მსუბუქი დატანებისთვის და ბუნებრივი შედეგისთვის! მაშ, რომელი აირჩიო? «ბუნებრივი ბრწყინვალება» — არის უნივერსალური ვარიანტი ყოველი დღისთვის და უხდება ყველას, «ატმისფერ ბრწყინვალებას» დააფასებენ კანის თბილი, თაფლისფერი ქვეტონის მქონე ქალბატონები, ხოლო «ნაზი ვარდისფერი» — იდეალური ბუნებრივი სიწითლე და გამოშუქებაა ფიფქიებისთვის და მსუბუქი ჰაილაითერია ყველა დანარჩენისთვის.


დამზადებულია ხელით

Giordani Gold-ის ფერუმარილის ახალი ყუთის გახსნისას შეგიძლია დარწმუნებული იყო: ისინი დამზადებული იყო ხელით, სიყვარულით, სწორედ შენთვის. თითოეულ მარგალიტში გამოცდილმა იტალიელმა ოსტატებმა პიგმენტების მაქსიმალური რაოდენობა მოათავსეს და მდიდრული ბრწყინვალება ჩააქსოვეს — ყველაფერი იმისათვის, რომ ისიამოვნო და დატკბე შენს კანზე ახალგაზრდობის ციალით.

ტექსტი: ფოტო: Oriflame