შენი არომატი - შენი წესები! შეხვდი კოლექციას All or Nothing

არომატის დატანის პროცესი შეიძლება იყოს ნამდვილი სიამოვნება. გამოკვეთე შენი ხასიათი და იყავი გამორჩეული. არ დათანხმდე უფრო ნაკლებს და გაიგე, თუ როგორ გაიმეორო ტრენდული პარფიუმერული ტექნიკა All or Nothing ახალი კოლექციით.

თითოეულ ქალბატონს სურს შეიგრძნოს მისი უნიკალურობა, რაც ნიშნავს თავისუფლებას. იყავი გაბედული, რათა წარმოაჩინო საკუთარი თავი, სტილი და მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილებები. ეს კი ყოველთვის შეუპოვრობასთან არის დაკავშირებული. შენ უნდა გააკეთო არჩევანი: ყველაფერი ან არაფერი. ორიფლეიმის ახალი კოლექცია All or Nothing დაეხმარება თითოეულ ქალბატონს, რომ ხასი გაუსვას მის ინდივიდუალიზმს. წესები არ არსებობს  -  მხოლოდ შენ ხარ.

არომატი All or Nothingშედგება 3 მთავარი ინგრედიენტისგან: მაგნოლია, ჟოლო, ვანილის სუპერაბსოლუტი. მაგნოლიისა და ფრეზის ყვავილოვანი თაიგული ერწყმის წვნიან ლიმონს Primo Fiore, რომელიც ქმნის დაუვიწყარ პირველ შთაბეჭდილებას, რომელიც რჩება დიდი ხნის განმავლობაში. ჟასმინის ფოთლების, დამასკის ვარდის ესენციისა და მწარე ჟოლოს ნოტები იწვევენ ამაღელვებელ შეგრძნებას, ხოლო თეთრი კედარის ხისა და მუშკი ნოტები აგავსებენ სითბოთი. არომატის გულშია დახვეწილი, მადაგასკარის ბუნებრივი ვანილის აკორდი, რომელიც გამოირჩევა მისი სახეობებით. ვანილის სუპერაბსოლუტის მოსავლის აღება ხდება მადაგასკარზე, სეზონის ოპტიმალურ პერიოდში, რაც ხელს უწყობს მისი დახმარებით მეტად ბუნებრივი არომატის შექმნას

პირველად ორიფლეიმში - ეთერზეთების 30%-მდე კონცენტრაცია, ასევე ჟანგბადის აქტივაციის ტექნოლოგია, განაპირობებს სუნამოს მდგრადობას 6 საათამდე.

არომატს აქვს კლადჩის დიზაინის შეფუთვა, რომელიც უნიკალური გადაწყვეტაა. თანამედროვე და მოდურ არომატს აქვს ექსკლუზიური შეფუთვა, რომელიც შენს იმიჯს უფრო საინტერესოს გახდის. შეფუთვის ავტორი არის ცნობილი ბრაზილიელი პროდუქციის დიზაინერი ანდერსონ სანტოსი, რომელსაც აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება კოსმეტიკის ინდუსტრიაში და ორიფლეიმთან თანამშრომლობს 2018 წლიდან.

 

შენი ინდივიდუალიზმის გამოხატვა შეგიძლია პარფიუმერული წყლით All or Nothing Unique Accord #1. არომატის გულშია რბილი მუშკის აკორდი ნაღების-ყვავილოვანი ნიუანსებით. ის ერწყმის კანის ბუნებრივ სურნელს და აძლიერებს მას. ფრეზიის მკვეთრი ნოტები, ჯასმინის ფურცლები და პიონი სძენს არომატს სისუფთავეს, ხოლო სანდალოზის ხე, ჰელიოტროპი და თეთრი ხე კი სირბილეს.

ამ ორი არომატის შერევა All or Nothing-ის სრულიად ახალ საზღვრებს გაჩვენებს! ვანილის სუპერაბსოლუტისა და მუშკის ყვავილის კომბინაცია თითოეულ ქალბატონზე თავისებურად ვლინდება და ქმნის განუმეორებელ აკორდს. არომატების დატანა საჭიროა სწორი თანმიმდევრობით: პირველ რიგში შეიპკურე სუნამო, ხოლო შემდეგ პარფიუმერული წყალი. სწორედ ეს კომბინაცია იქნება სრულყოფილი და ლამაზად გამოკვეთავს ძირითად არომატს.

დაიტანე არომატები ერთად ან ცალ-ცალკე, თუმცა განსხვავებულ ზონებზე, რათა გამოავლინო All or Nothing კოლექციის ყველა საზღვარი და გამოკვეთო შენი ინდივიდუალური ხასიათი.