ამ შემოდგომაზე დიზაინერები არაორაზროვნად გამოხატავენ მაღალი ხელოვნების სამყაროს მიმართ სიმპატიას. იყავი შთაგონებული Rochas, Proenza Schouler და Fendi-ის ჩვენებებით და შექმენი თამამი გეომეტრიული ფორმები ქვედა და ზედა ქუთუთოზე. ამ ტრენდის მისაღებად დაგჭირდება შავი თხევადი კონტურული ფანქარი მკვეთრი და ზუსტი ხაზებისთვის.
მსუბუქი და მონაცრისფრო
რომანტიკული მუქი თვალის მაკიაჟი მოითხოვს ხელოვნების უბადლო ფლობას. Etro-ს ჩვენებებზე მოდელების შუა ქუთუთოს ხაზები შეღებილი იყო შავი ფანქრით - ეს მატებდა თვალებს მეტ გამომხატველობას ნაცრისფერ ფერთა გამაში. Pascal Millet-მა შექმნა "სმოუქი აისი" შავ-ვერცხლისფერ ჩრდილებში - თითქოს მაკიაჟმა ვერ გაუძლო და ოდნავ ჩამოიღვენთა, მაგრამ მხოლოდ იმდენად რამდენადაც ეს სჭირდებოდა ვიზაჟისტს. სცადე შენც "სმოუიქი ასის"-ის ტექნიკა, მიჰყევი ჩვენს ეტაპობრივ ინსტრუქციას.
მბრწყინავი ქუთუთოები
მეტალიკი – იქნება ეს ოქრო, ბრონზა თუ ვერცხლი – სეზონის ჰიტია. გამოიყენე ჩრდილი-ფანქარი (მაგალითად, თხევადი თვალის ჩრდილი-ფანქარი The One Colour Unlimited Eye Shadow Stick) და შენი შთაგონების წყარო იქნება Delpozo და Nicholas K-ის ჩვენებაზე გამოსული მოდელების ქუთუთოებზე ფერთა თამაში.
ახალი ისრები
ამ შემოდგომით ისრები აქტუალურია – ფართო ხაზები და გრძელი გამოკვეთილი დაბოლოებები. Chanel და Paco Rabanne-ის ისრები ერწყმოდნენ უზომოდ მოვლილ წარბებსა და იდეალური სახის ტონს. სცადე შეითავსო გრაფიკული ისრების ტექნიკა, მიჰყევი ჩვენს ინსტრუქციას.