რა სიხშირით შეიძლება გამოვიყენოთ სკრაბი და რატომ?
სკრაბი აცილებს მკვდარ უჯრედებს და ღრმად წმენდს ფორებს, რითაც თავიდან ვიცილებთ კანის გაღიზიანებას და გამონაყარს. ამასთანავე, ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, რაც გლუვი, ჯანსაღი კანის წინაპირობაა. სკრაბით სახის გაწმენდა უნდა გაკეთდეს ნაზი წრიული მოძრაობებით ქვევიდან ზევით, ისე რომ კანი არ დავაზიანოთ. ჩვენ გირჩევთ სკრაბი მოიხმაროთ არა უმეტეს კვირაში 2-ჯერ, მაგრამ სიფრთხილისთვის მაინც გაეცანით არჩეული პროდუქტის რეკომენდაციას..
როგორ ავიცილოთ თავიდან პიგმენტური ლაქები?
კანი რომ გამოიყურებოდეს შეუდარებლად და არ წარმოიშვას პიგმენტური ლაქები, ყოველთვის გამოიყენეთ საცხები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ E და SPF -ს.
რატომ არის აუცილებელი შრატის გამოყენება?
შრატები – ეს არის წყალზე დამზადებული მსუბუქი საშუალებები, რომლებიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავენ კანისთვის საჭირო აქტიურ ნივთიერებებს..ეს ინგრედიენტები აძლიერებენ დამატენიანებელი და მკვებავი საცხების მოქმედებას, ამიტომ მათი გამოყენება აუცილებელია დღის ან ღამის საცხის წინ.
აუცილებელია თუ არა დღის და ღამის კრემების გამოყენება?
არჩევანი შენზეა, მაგრამ თუ გსურს მიიღო სასურველი ეფექტი , აუცილებელია დღის და ღამის საცხების გამოყენება. ისინი სპეციალურად არის შემუშავებული, რათა უზრუნველყოს და გააუმჯობესოს სახის კანის სასიცოცხლო ციკლი .დღის საცხი იცავს სახის კანს მტვრის და გამოსხივებისგან და ამავდროულად იგი გვევლინება, როგორც ბაზა მაკიაჟისთვის, ღამის საცხი კი მთელი ღამის განმავლობაში კვებავს აღადგენს ჩვენი სახის კანს.
რამდენად აუცილებელია ერთი სერიის საშუალებების გამოყენება?
ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე შენი კანის ტიპი და აქედან გამომდინარე მისი მოთხოვნები და პრობლემები. სწორედ ამის გათვალისწინებით, უნდა შეარჩიოთ მოვლის საშუალებები. არ არის აუცილებელი, რომ პროდუქცია ერთი სერიიდან იყოს, თუმცა ჩვენი აზრით, გირჩევთ მაქსიმალური ეფექტისთვის ერთი ხაზიდან შეარჩიოთ. მიზეზი უბრალოა: საშუალებები ერთმანეთს ავსებენ და მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული .
როდიდან უნდა დავიწყოთ ანტიასაკობრივი საშუალებების გამოყენება?
ღრმა ნაოჭების გაჩენას, პირველ რიგში, იწვევს გადამეტებული მზის გამოსხივება. ამიტომ, ანტიასაკობრივი და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება სჯობს, ადრეულ ასაკში დაიწყოთ. სწორი და რეგულარული დატენიანება შეაფერხებს მიმიკური და საბოლოოდ, ღრმა ნაოჭების წარმოქმნას. 20 წლის ასაკიდან სასურველია ჩვენი კოსმეტიკის ჩანთა ანტიასაკობრივი საშუალებებით შევავსოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უნდა მოხდეს ჩვენი კანის ტიპიდან გამომდინარე. არ დაგვავიწყდეს, თვალის გარშემო მოვლის საცხის გამოყენება: ეს ზონა გამოირჩევა თავისებურებებით და მიდრეკილია ღრმა ნაოჭებისადმი ადრეული ასაკიდან.