მაკიაჟის ფუძეები: მოკლე მეგზური

მაკიაჟის ფუძის შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო მომენტია: ყურადღება უნდა მიექცეს საფარველის ტექსტურას, ფერს, შედგენილობას და ტიპს. მაგრამ ნუ შეგაცბუნებთ მოჩვენებითი სირთულე! ამისათვის გაეცანით ჩვენს მოკლე მეგზურს ფუძეების შესახებ.

შევარჩიოთ თქვენი კანის შესაფერისი ფუძე

ის, თუ რამდენად მჭიდროდ და თანაბრად დაჯდება მაკიაჟის ფუძე, დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე, ამიტომ საჭიროა ყველაფერი გაარკვიოთ მის შესახებ მანამდე, ვიდრე შეიძენთ სათანადო საშუალებას. 

ცხიმიანი კანი

თუ თქვენი კანი მიეკუთვნება ცხიმიან ტიპს, მაშინ საჭირო იქნება (ან თქვენ მოგიხდებათ) არამბრწყინავი ეფექტის ფუძე, საშულოდან სრულ დაფარვამდე. არასასურველი ბრწყინვალებისგან კი გადაგარჩენთ სწორი დატენიანება, რომელიც არ გამოიწვევს დამატებითი ცხიმების წარმოქმნას. 

მშრალი კანი

მშრალ კანს სასიამოვნოდ დაამშვიდებს დაფარვის მსუბუქი ხარისხის თხევადი დამატენიანებელი ფუძე. სანამ მას დაიდებთ სახეზე, გამოიყენეთ მსუბუქი ამქერცლავი საშუალება. 

ნორმალური კანი
თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ბედნიერთა რიცხვს, რომელთაც გაუმართლდათ და აქვთ დაბადებიდან ნორმალური კანი, შეგიძლიათ შეარჩიოთ დაფარვის ნებისმიერი სისქის საშუალება. მოსინჯეთ ВВ ან СС კრემები, რომლის ქვეშაც არ დაგავიწყდეთ დაიდოთ შრატი, რათა კანს მიეცეს ჯანსაღი, ბუნებრივი ელფერი.


ასაკობრივი კანი

მძიმე ფუძეებს ან პუდრებს შეუძლით ამოავსონ ნაოჭები და ვიზუალუროდ მოგიმატოთ წლები (ასაკი). მათ ნაცვლად შეარჩიეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი მსუბუქი ფუძე, რომელიც ასევე მოუვლის თქვენს კანს. 



დავიდოთ სწორად: 3 რჩევა ყოველი დღისთვის 

1. ყოველთვის დაიდეთ ფუძე მხოლოდ კარგად დატენიანებულ კანზე, და თუ სარგებლობთ  საშუალებებით, რომლებსაც არ აქვთ SPF დამცავი შემადგენლობა, არ დაგავიწყდეთ ქვეშ დაიდოთ მზისგან დამცავი საშუალება. 

2. ფუძე შეიძლება დაიდოთ სამიდან ერთ-ერთი ხერხით: თითებით – მსუბუქად შეიზილეთ. ღრუბლით – ტაშის დაკვრის მაგვარი მოძრაობებით. ფუნჯით – მცირე წრიული მოძრაობებით.

3. ფუძის დადება დაიწყეთ ცხვირის ირგვლივ ზონიდან, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამ უბნებშია შეწითლებები. თვალების ირგვლივ ზონისთვის ისარგებლეთ სპეციალური მსუბუქი ფორმულით, რადგან აქ კანი ძალიან ნაზია, და რაც ყველაზე მთავარია: ყოველთვის – ყოველთვის–ყოველთვის კარგად გადაინაწილეთ ფუძე ყვრიმალების გასწვრივ ხაზზე. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame