1. არ გამოიყენო დამატენიანებელი საშუალება
ამინდიდან დაწყებული გაპარსვით დამთავრებული — ყველაფერი მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. გამუდმებული დატენიანება და მოვლა ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარება. უკეთესია, თუ შეარჩევ მსუბუქ საშუალებებს გამაგრილებელი ეფექტით, გაპარსვის შემდეგ კანის დასამშვიდებლად.
2. მშრალი გაპარსვა
ისწავლე სწორად გაპარსვა და დახვეწე ტექნიკა, რათა თავიდან აიცილო ჭრილობები და გაღიზიანებები. შეგახსენებთ წესებს: სუფთა კანი თბილი წყლით დაატენიანე, რათა ფორები დარბილდეს და გაიხსნას, შემდეგ წაისვი საპარსი ქაფი. იგი შეამცირებს კანის გაღიზიანებას და უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და გლუვ გაპარსვას. გაიპარსე თმის ზრდის მიმართულებით და გარეცხე სამართებელი ყოველი მოძრაობის შემდეგ. უკეთესი შედეგისთვის გაიპარსე შხაპის მიღებისთანავე. ამ დროს ფორები გახსნილია და გაპარსვა უფრო სუფთა, უნაკლო და გლუვი გამოდის. ქაფი თბილი წყლით ჩამოიბანე და პირსახოცით გაიმშრალე. ყოველთვის გამოიყენე გაპარსვის შემდგომი ბალზამი. პროცედურა დამატენიანებელი კრემით დაასრულე.
3. დაბალი სტანდარტები
სად არის ზღვარი გარეგნობის მიმართ ყურადღებასა და უსუფთაობას, ფეთხუმობას შორის? ნაფლეთი ჯაგარი და ზედმეტად გაზრდილი წვერი ყველას როდი უხდება. შესაძლებელია — მხოლოდ ფილოსოფოსებს. გამუდმებით შეიკრიჭეთ ულვაშები, შეისწორეთ და დაიცავით წვერის ფორმა, გაიკეთე მანიკური (მეგობრების დაცინვის მიუხედავად), დროა, რომ იპოვო სათანადო სტილისტი ან ბარბერი (არ დაგავიწყდეს ყურებსა ან ცხვირში თმის მოცილება).
4. არასწორი არჩევანი
სათანადო, შესაფერისი საშუალების შერჩევა (მსგავსად ნებისმიერი ნივთისა) ხშირად ძალზე დამქანცავი და მოსაბეზრებელია. არსებობს რისკი, რომ დროის, ფულის და ნერვების დაზოგვის მიზნით პირველივე შემხვედრ ნივთს დაავლოთ ხელი. არაფერი სამარცხვინო და დასაძრახი არ არის იმაში, რომ შენთვის კანის მოვლის საშუალებებს ყიდულობ. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც განსხვავებული ხარ. პირიქით, გარეგნობის მიმართ ყურადღება ნიშნავს, რომ შენ თანამედროვე მამაკაცი ხარ, კომპლექსებისა და ტაბუს გარეშე. დასასრულს, სასიკვდილო კომენტარი: მოვლილი გარეგნობა და ცხოვრებისეული წარმატება — ურთიერთ დაკავშირებული მცნებებია. მუდამ გახსოვდეს ამის შესახებ.
5. ზედმეტი გულმოდგინება
გარეგნობის კომპლექსური მოვლა რთული გზაა. მაგრამ არსებობს გადამეტებული გულმოდგინების, გადაჭარბების რისკი. მაგალითად, ბევრი თმის ცვილი მას შესძენს ზედმეტად ცხიმიანი და არა მოვლილი თმის იერს, ხოლო ერთ ჯერზე ნახევარი ფლაკონი ტუალეტის წყლის შეპკურება — ცუდი ტონია. ოქროს შუალედი — აი, რა გჭირდება! გაერკვიე, რა გიხდება და ეცადე სტილი შეინარჩუნო. წარმატებებს გისურვებ!