დეკოლტე არ გასცემს შენი ასაკის საიდუმლოს

ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ დეკოლტეს ზონის სპეციალური მოვლის შესახებ. მაგრამ როგორც კი ვცდილობთ თავის განებივრებას გულამოჭრილი ძვირადღირებული კაბით — მაგალითად, საახალწლოდ, — მაშინვე ვხედავთ სარკეში წვრილ ნაოჭებს, მკრთალ და უსიცოცხლო კანის ფერს, ტონუსის დაკარგვას. მაშ, როგორ მოვიქცეთ? დავფაროთ ეს ხარვეზები სამკაულებითა და ტანსაცმლით — თუ მოვუაროთ კანს და ვიბრწყინოთ? ჩვენ ხმას ვაძლევთ მეორეს და გიამბობთ, როგორ გავაკეთოთ ეს.

ბუნებრივი თავისებურებების გამო, დეკოლეტის ზონა ძალიან სწრაფად კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას. კანი ადვილად იჭიმება გრავიტაციის ზემოქმედებით, რადგან მას მხოლოდ ერთი კუნთი იჭერს — კისრის კანქვეშა კუნთი. გარდა ამისა, აქ თითქმის არ არის ქონის ჯირკვლები. ორსულობა, ძუძუთი კვება, ჰორმონალური და წონის ცვლილებები — ამ ყველაფერმა შეიძლება მკვეთრად გააუარესოს კანის მდგომარეობა.

შესაძლოა, შენ უკვე იყენებ სახის მოვლის საშუალებებს კისერზე და დეკოლტეს ზონაზე წასასმელად. შესანიშნავია! თუმცა, ჩვეულებრივი კრემები აქ საკმარისი არ არის: შენ გჭირდება სპეციალური საშუალება, რომელიც გაუმკლავდება ამ ზონის საჭიროებებს. შესძენს მას ელასტიურობას — და ამავე დროს, არ დააზიანებს ასეთ დელიკატურ, მგრძნობიარე კანს.

 

კვირაში ერთხელ

აქერცვლა
დროდადრო აუცილებლად გამოიყენე რბილი სკრაბი ან პილინგი, რათა მოიცილო მკვდარი კანის უჯრედები და დაეხმარო აქტიურ კომპონენტებს კანის ღრმა ფენებში შეღწევაში. 

 

მასაჟი სახლის პირობეში
ზრდის კანის ტონუსს და აძლიერებს კანის მოვლის საშუალებების ეფექტს. ჩაიტარე დეკოლტეს ზონის მასაჟი მსუბუქი წრიული და სპირალისებრი მოძრაობებით ქვემოდან ზევით მიმართულებით.

ყოველ დღე

ვარჯიში
სცადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სავარჯიშო, რომელიც ხელს შეუწყობს დეკოლტეს ზონის ტონუსში მოყვანას. მისი გაკეთება შეიძლება თუნდაც სამუშაო მაგიდასთან! უბრალოდ შეუერთე ერთმანეთს ხელისგულები შენს წინ გულმკერდის დონეზე და იდაყვები გვერდებზე გაშალე. მიაჭირე ხელისგულები ერთმანეთს და შეინარჩუნე ეს პოზიცია რამდენიმე წამის განმავლობაში. გაიმეორე მინიმუმ 10-ჯერ.

კონტრასტული შხაპი
შესანიშნავად აძლიერებს კანს და აძლიერებს სისხლდინებას. დაიწყე მცირე ტემპერატურული სხვაობით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე დეკოლტეს ზონას: მიმართე მისკენ წყლის ჭავლი მცირე დაწნევით და გააკეთე წრიული მოძრაობები.

მზისგან დაცვა
კანი დეკოლტეს ზონაში ძალიან თხელი და მგრძნობიარეა, რის გამოც იგი განსაკუთრებით მიდრეკილია ფოტოდაბერებისკენ. მოერიდე ძალიან ღია კაბების ტარებას სიცხეში და არ დაივიწყო SPF-შემცველი კრემის შესახებ.   

დამატებითი მოვლა
გამოიყენე კონცენტრირებული კრემი-სკულპტორი კისრის და დეკოლტეს ზონისთვის NovAge როგორც მოვლის საბოლოო ეტაპი: დაიტანე მასაჟური მოძრაობებით ქვემოდან ზევით მიმართულებით. შემადგენლობაში PRO-LASTIN ტექნოლოგია ასტიმულირებს ენზიმის (ფერმენტის) წარმოებას, რომელიც პასუხისმგებელია კანის უჯრედებში ელასტინის სინთეზზე, რომელიც, თავის მხრივ ებრძვის ნაოჭებს!

ტექსტი: ფოტო: Oriflame