რატომ არის კანის გაწმენდა მნიშვნელოვანი?
დიდ ქალაქში ცხოვრება — ეს არის გარემოს ყოველნაირ დაბინძურებასთან კონტაქტი, გამონაბოლქვი აირებიდან დაწყებული, თამბაქოს კვამლით დამთავრებული. მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მათი კანიდან საგულდაგულოდ მოცილება: ისინი ოქსიდანტურ სტრესს იწვევენ, რომელიც ნაადრევი დაბერების მიზეზი ხდება.
რა უნდა გავაკეთოთ?
• თუ გსურს კანს ახალგაზრდული და ჯანსაღი იერი შეუნარჩუნო, აუცილებელია მაკიაჟის მოცილება ძილის წინ. ტონალურმა კრემმა შეიძლება ფორები დაახშოს, კანი გამოაშროს და მას აღდგენის არანაირი შანსი არ დაუტოვოს ძილის დროს.
• დაიბანე სახე, ეს დაგეხმარება კანიდან ჭარბი სებუმის, გამონაყარის და ჭუჭყის მოცილებაში. გარდა ამისა, თუ კანი საფუძვლიანად არ არის გაწმენდილი, თვალების გარშემო კრემი, შრატი და დამატენიანებელი კრემი უბრალოდ ვერ იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო და ფული კანის მოსავლელად ფუჭად დაიხარჯა.
• აუცილებლად გაიწმინდე კანი დილით და საღამოს. ღამით ტენის გაცილებით მეტ რაოდენობას ვკარგავთ სუნთქვის და ოფლიანობის გზით, ამიტომ დილაობით გაწმენდა და დატენიანება უბრალოდ აუცილებელია. საღამოს საჭიროა ჭუჭყის ჩამობანა, რომელიც კანზე დაგროვდა დღის განმავლობაში, და კანის მომზადება კომპლექსური მოვლის სხვა საშუალებების ზემოქმედებისათვის.
რა არის საჭირო სახის დაბანის შემდეგ?
• ტონიზირება აღადგენს კანის წყლის ბალანსს და გეხმარება სახის დაბანის შემდეგ მაკიაჟის შესაძლოდ დარჩენილი კვალის მოცილებაში. როგორ გაიგო, გიხდება თუ არა ტონიკი? მისი გამოყენების შემდეგ უნდა დარჩეს სისუფთავის, სიჯანსაღის და სირბილის შეგრძნება.
• ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდია სახის დაბანის და მყისიერად კრემის წასმის ცდუნება — სწორედ ტონიკს უგულებელვყოფენ ყველაზე ხშირად, როდესაც კანის მოვლის პროცესში დროის ეკონომია სურთ. და რა მოხდება, თუ შეიძლება კანს აუცილებელი ტონიზირება აჩუქოთ და ამისათვის თავად ტონიკი არ გამოიყენოთ? ახალი გამწმენდი გელი-ტონიკი NovAge ისევე ეფექტურად მოქმედებს, როგორც გამწმენდი რძე და ტონიკი NovAge ერთობლივი გამოყენებისას, რაც კლინიკურად არის დადასტურებული.