სტრობინგი: ახალი კონტურინგი

კონტურინგისთვის გამოჩნდა ახალი ტრენდი სტრობინგი, რომელიც დაგეხმარება ნაზად და ბუნებრივად გამოკვეთო შენი სილამაზე. გაიგე, თუ როგორ უნდა გააკეთო ტრენდული მაკიაჟი ახალი ჰაილაითერის THE ONE დახმარებით!

რა არის სტრობინგი?

სტრობინგის ტექნოლოგიის მიზანია სახის რელიეფის კანი გახადოს ნათელი, ჯანსაღი და ბუნებრივი.

თუ ჩვენ კონტურინგის დროს ვკვეთავთ სახის ნაწილებს მუქი პროდუქტებით (ბრონზატორი), სტრობინგის დროს შეგვიძლია სასურველი ეფექტის მიღწევა სახის გარკვეული ადგილების განათებით.

როგორ გავაკეთოთ?
სტრობინგის ტექნიკის დაუფლება ძალიან მარტივია:

  1. დაიტანე ჰაილაითერი შემდეგ ადგილებზე: ყვრიმალებზე, ცხვირის წვერზე, წარბის ქვეშ, ზედა ტუჩის კონტურის ნაწილზე.

  2. უფრო მეტი ინტენსიობისთვის, მაგრამ ნაზი ბრწყინვალებისთვის შეურიე ჰაილაითერის რამდენიმე წვეთი სასურველ დამატენიანებელ საშუალებას, მაკიაჟის ან ტონალურ ფუძეს და დაიტანე ის მთელ სახეზე.

  3. თუ ხელები და დეკოლტე ღიაა, დაიტანე ჰაილაითერი ლავიწის ძვლებსა და მხრებზე, რათა შეინარჩუნოთ ბრწყინვალება სახეზე და გახადოთ ის მეტად ბუნებრივი.

რომელი ჰაილაითერი უნდა გამოვიყენოთ?
შენ გჭირდება მარგალიტის ჰაილაითერი, რომელიც ირეკლავს შუქს და ნაკლებად ანათებს - ჩვენ საჭიროა, რომ შევქმნათ ახალი ჯანსაღი კანის ეფექტი და არა დისკოს ბურთის. 

არჩევანი გააკეთე თხევად ჰაილაითერებზე: ისინი ქმნიან კანზე მეტად ბუნებრივ ეფექტს და ნებისმიერი კანის ტექსტურაზე მარტივად ხდება დატანა. მაგალითად, როგორც ახალი ჰაილაითერი THE ONE IlluSkin-ის ტექნოლოგიით: ის ლამაზად ანათებს კანს, მასში არსებული მბრწყინავი პუდრისა და პიგმენტების დახმარებით.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock