სეზონის ჰიტი: კოსმეტიკური ზეთი

ჩვენ ვიბანთ თავს, რათა თავი დავაღწიოთ ცხიმის ნარჩენებს, მაგრამ ყველაფერი იცვლება თუ საქმე ეხება თმის სპეციალურ ზეთს და აი რატომ.

ჯანმრთელი თმა

თმის ზეთს აქვს ბევრი სასარგებლო თვისება, ის არ რჩება თმაზე თხელ ფენად ( როგორც სხვა კოსმეტიკური საშუალებები), იგი აღწევს თმის სტრუქტურაში, კვებავს მათ და აძლევს ჯანსაღ იერს. არგანის ზეთი გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ თქვენი თმის ლიპიდური ბალანსი, რომლებიც შედეგად ხდიან მას მბზინავს და დრეკადს. ასევე ზეთი ფარავს თმიან საფარს, ამასთან აშორებს დაუმორჩილებელი თმის ეფექტს. ვინაიდან ზეთი წარმოადგენს იდეალურ ლუბრიკანტს, იგი ტენიან თმას იცავს დაზიანებისა და აბურდვისგან.  


ადვილი წასმა
თმის ზეთი არაჩვეულებრივად ადვილი მოსახმარია. თუ თქვენს თმას სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, აუცილებელია თმის ზეთი  წაისვათ ნოტიო თმაზე, ხოლო თუ გაქვთ ნორმალური ან მშრალი თმა, მაშინ ცოტაოდენი ზეთი დაისხით ხელის გულზე და თანაბრად გადაინაწილე თმის მთელ სიგრძეზე. მთავარია არ შეეხოთ თმის ძირებს, რადგან თავის კანი გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ცხიმს.

ნებისმიერი მიზნისთვის
რამდენად მომთხოვნიც არ უნდა იყოს შენი თმა, დარწმუნებული იყავი არსებობს თმის ზეთი, რომელიც აუცილებლად მოგიხდება. ჩვენ გირჩევთ არგანის ზეთს, მას უამრავი სასარგებლო თვისების გამო  უწოდებენ «თხევად ოქროს». ასევე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დამატენიანებელი საშუალება არის ზეთი Е ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცხიმიანი მჟავებით. ის ამაღლებს თმის ელასტიურობას, ხდის მას დამჯერს, კურნავს დაზიანებულ თმას და მატებს მეტ ბზინვარებას. ასევე სტიმულაციას უკეთებს თმის ზრდის პროცესს.

ნატურალური ვარდის ზეთი ძალიან უხდება მშრალ და მტვრევად თმას. ის ატენიანებს და ამაგრებს მათ. შენ შეგიძლია გამოსცადო მისი ეფექტი და გამოიყენო რა თმის მოვლის საშუალება, რომელიც შეიცავს , როგორც არგანის ასევე ვარდის ზეთს. (მაგალითად ახალი ბრენდი Eleo ).

თუ გაწუხებს თავის კანის სიმშრალე, ჩაის ხის ზეთი დაგეხმარება მოიშორო არასასიამოვნო შეგრძნება, შეამცირო კანის გაღიზიანება, მოიშორო ქერტლი. ქოქოსის ზეთი იმის მიუხედავად, რომ თვითონ წარმოადგენს ფანტასტიკურ ბაქტერიულ საშუალებას, ატენიანებს და ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში, ღრუბლიან ამინდში კი გახსენებს ზღვაზე გატარებულ თბილი შვებულების დღეებს.
ტექსტი: ფოტო: სოფია მარინიო დე ლემოსი