4 ხერხი წარბების ფორმის შესაქმნელად

სახის ფორმის კორექციის და ბუნებრივი სილამაზის ხაგასმის ყველაზე სწრაფი ხერხი არის წარბების სათანადო ფორმის შექმნა. გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტები და უნარ-ჩვევები დაგჭირდებათ. დავიწყოთ?

ლამაზი და ხშირი
თუ თქვენი წარბები ზედმეტად ღია და იშვიათია, დიდ სურთულეს არ წარმოადგენს გახადო ისინი უფრო ხშირი და მუქი. გამოიყენე წარბების ტუში The One. მას უამრავი დადებითი მხარე აქვს: წყალგამძლე ფორმულა 10 საათამდე ძლებს, გელისებრი სტრუქტურა ადვილად აფიქსირებს მოცულობას და რკალს, პატარა ჯაგრისი მოხერხებულად თავსდება ხელში, ხოლო წვერი ადვილად მოხატავს დეტალებს. რჩება მხოლოდ  ფერის შერჩევა: ღია ყავისფერი, ყავისფერი ან მუქი-ყავისფერი

როგორ გავაკეთოთ
1. დაივარცნე წარბები ჯაგრისით — მოკლე შტრიხისებრი მოძრაობებით.
2. დაიტანე მეტი ტუში იქ, სადავ საჭიროა მოცულობა და სიხშირე.
3. გულდასმით დაივარცხნე წარბები, რომ თმას ფორმა შესძინო და დააფიქსირო იგი. 

მკაფიო და გამომხატველი 
ორმხრივი ფანქარი წარბებისთვის — შესანიშნავი აღმოჩენაა, თუ გჭირდება წარბების ფორმის შექმნა, ახალი თმის ბეწვის მიხატვა, წარბების ზოლის ვიზუალური აწევა და მზერის გაცოცხლება. შედეგი — მკაფიო და გამომეტყველი წარბები.  

როგორ გავაკეთოთ
1. შეარჩიე შენი ფერი: ფერფლისფერი ან ყავისფერი. მსუბუქი წყვეტილი მოძრაობით შეავსე მთელი წარბი ფანქრით, თითქოს თითოეულ თმას ხატავდე. 

2. ფანქრის ღია ნაწილით გამოკვეთე წარბის ქვედა კონტური სიზუსტის და სრულყოფისთვის. 

სწრაფად, როგორც სალონში
როდესაც ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი, წარბების ფორმის და ფერის შერჩევა ბოლო საკითხია, რომელზეც დროის დახარჯვა გსურს. გაიმარტივე ცხოვრება: აიღე წარბების კორექციის ნაკრები და  იმოქმედე ინსტრუქციის თანახმად. ნაკრებში არის ორი ფუნჯი დახრილი ბეწვით, ცვილი მოდელირებისა და ფიქსაციისთვის, ჩრდილის ორი ფერი მდგრადი ფორმულით.   


როგორ გავაკეთოთ
1  აირჩიე ერთი ჩრდილი, ან იდეალური ფერის მისაღებად შეურიე ორივე.
2. მიღებული ჩრდილის ფერით შეიღებე წარბები დახრილი ფუნჯით. იმოქმედე ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოძრაობებით.
3. ცვილის  და თეთრი ფუნჯის მეშვეობით მიანიჭე წარბებს ფორმა და დააფიქსირე იგი. ეცადე თმის ბეწვი ზევით მიმართო, წინააღმდეგ შემთხვევაში სახის გამომეტყველება ნაღვლიანი გამოგივა. 

ბუნებრივი და აკურატული
როგორ გავუსვათ ხაზი წარბების ბუნებრივ ფორმას და არ გავაფუჭოთ ჩატარებული სამუშაო? დაგჭირდება ფანქარი წარბებისთვის წაწვეტებული აპლიკატორით, რომლის საშუალებით იოლად მიიხატავთ როგორც თხელ, ისევე მსხვილ შტრიხებს. მარკერი არ ითხაპნება და მთელი დღის განმავლობაში ძლებს, ხოლო მისი უნივერსალური ფერი შეეხამება ნებისმიერ კანის ტონს და წარბების ფერს.     


როგორ გავაკეთოთ
1. გაატარე ფანქარი თმის ბეწვის ზრდის ქვედა ზოლზე და მიანიჭე რკალს სათანადო ფორმა. 
2. შემდეგ დახატე წარბის აკურატული კუდი, ეცადე, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

 
თუ როგორ შევარჩიოთ წარბების ფორმა სახის ტიპის მიხედვით, გაეცანი ჩვენს სტატიას.

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame