დააზუსტე დიაგნოზი
თავდაპირველად გავარკვიოთ გაქვთ თუ არა ცხიმინი კანის ტიპი. ხშირად რასაც ჩვენ ცხიმიან კანად მივიჩნევთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონ ანდროგენის სიჭარბის მანიშნებელია. მაგრამ თქვენი კანი განსაკუთრებით ცხიმიანი ხდება დღის შუა მონაკვეთში, თუ მაკიაჯი იღვენთება და ფორები საკმაოდ შესამჩნევია, ხოლო Т-ზონაში მუდმივად შეიმჩნევა ანთებითი პროცესი, ამ შემთხვევასი თქვენი კანი განეკუთვნება ცხიმიან ტიპს.
შეარჩიე შენი დასაბანი გელი
თუ ცხიმიანი კანი გაქვს, მაშინ შენთვის ნაცნობია კანის დაჭიმულობა, რომელიც წარმოიქმნება დასაბანი აგრესიული საშუალებების გამოყენების შემდეგ. ეს ცუდის ნიშანია: თუ ასეთი შეგრძნება რეგულარულ ხასიათს იღებს, მაშინ უნდა გადახვიდე უფრო მსუბუქ დასაბან საშუალებებზე, რათა არ მოხდეს კანის გაღიზიანება და გამოშრობა.
არ დაგავიწყდეს ტონიკის შესახებ
ტონიკის გამოყენება არეგულირებს კანში pH-დონის ბალანსს, ვიზუალურად ამცირებს ფორებს და ხსნის ანთებით პროცესს – ის არეგულირებს ცხიმიანი კანის ყველა წარმოქმნილ პრობლემას. ასევე ტონიკი აშორებს მაკიჟის ნარჩენებს და ჭუჭყს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი ან გამონაყარი.
ისარგებლე ნიღბით
თუ შენ ცხიმიანი კანი გაქვს, გვერდს ვერ აუვლი თიხის ნიღაბს. იგი თავიდან გვაშორებს ჭუჭყს, ღრმად წმენდს ფორებს და ამცირებს კანში ცხიმის წარმოქმნას.
არ გააკეთო ეკონომია დამატენიანებელ საშუალებებზე
ეცადე არასოდეს გამოგიშრეს კანი. სინამდვილეში ცხიმიან კანს ბევრად მეტი დატენიანება სჭირდება, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდეს. შეარჩიე მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ზეთს. საუკეთესო შედეგისთვის არ დაგავიწყდეს ისარგებლო შრატით.
თან იქონიე სახის გამწმენდი ხელსახოცები
დღის მეორე ნახევარში შენი კანი მეტ ცხიმს გამოიმუშავებს, რაც ნორმალურია, მაგრამ შეიძლება ამან დისკომფორტი შეგვიქმნას. სახის გამწმენდი ხელსახოცები – საუკეთესო საშუალებაა მოიცილო სახიდან ზედმეტი არასასურველი ცხიმი და ჭუჭყი.
სწორი აქერცვლა
კანის აქერცვლა აუცილებელია, რათა მოვიშოროთ მკვდარი უჯრედები, რომლებიც სახის კანის ზედაპირზე გროვდება და იწვევს ანთებითი პროცესის წარმოქმნას. ცხიმიანი კანის ტიპის მქონე ქალბატონებს არ გირჩევთ ისარგებლოთ სახის კანის გამწმენდი აპარატით, ამის ნაცვლად ისარგებლეთ ჰიდრომჟავას შემცვლელი ამქერცლავი საშუალებით. მაგალითად, სალიცილის მჟავის შემცვლელი საშუალება ღრმად ქერცლავს კანს და ასუფთავებს ფორებს.
მზისგან დაცვა
თუ შენი კანი მიდრეკილია ცხიმიანობისადმი, შეიძლება მზისგან დამცავი კრემის ხმარებამ დისკომფორტი შეგიქმნათ. ჩვენ თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: დღეს ბაზარზე უამრავი მზისგან დამცავი საშუალებაა ბსუბუქი არაცხიმოვანი ტექსტურით. ამავდროულად ბევრი დღის კრემი მაღალი SPF-ფაქტორით, არანაკლებ დაიცავს თქვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებისაგან.