ფუნჯი ტონალური ფუძისთვის
ასეთი ფუნჯი საჭიროა ტონალური ფუძის დასატანებლად. მომრგვალებული ფორმის ჯაგრისის წყალობით ეს ფუნჯი უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტონალური ფუძის — თხევადიდან კრემისებრამდე - მოხერხებულ, სწრაფ და თანაბარ დატანებას. მაგალიღად, ასეთი.
როგორ გამოიყენება: დაიწყე ტონალური ფუძის დატანება სახის ცენტრალური ნაწილიდან და გაანაწილე ის ფუნჯით თმების ზრდისა და კისრის ხაზისკენ. ასეთი ხერხი დაგეხნარება თანაბრად გაანაწილო ტონალური ფუძე მთელ სახეზე.
ფუნჯი პუდრისთვის
აუცილებელია ყველა სახის პუდრის დასატანებლად — კომპაქტურიდან ბრონზირებადამდე. ჩვეულებრივ ასეთი ფუნჯი ფართო მარაოს ფორმის არის და იდეალურია პუდრის დასატანებლად და აგრეთვე მაკიაჟის დასრულების შემდეგ ძედმეტი პუდრის მოსაცილებლად.
როგორ გამოიყენება: დაიტანე პუდრი ფუნჯის თანაბარი წრიული მოძრაობებით კანისთვის თანაბარი ტონის მისანიჭებლად.
ფუნჯი შემნიღბავი საშუალებისთვის
მომრგვალებული ფორმის ბრტყელი ფუნჯი იდეალურია კონსილერის, პრაიმერის ან სხვა შემნიღბავი საშუალებების თვალების გარშემო და ცხვირის ფრთებზე დასატანებლად. ჩვენ მოგვწონს ფუნჯი კონსილერისთვის F05.
როგორ გამოიყრნება: დაიტანე კონსილერი თითების ბალიშებით რბილი დარტყმითი მოძრაობებით და შემდეგ გაანაწილე ფუნჯის საშუალებით კანთან სრულ შერწყმამდე.
ფუნჯი-მარაო პუდრისთვის
ფართო მარაოს ფორმის ფუნჯი საჭიროა პუდრის, ჰაილაიტერის, ფერუმარილის და ბრონზერის დასატანებლად. რბილი ჯაგარი ინარჩუნებს ფორმას და ადვილად იწმინდება. აირჩიე მარაოს ფორმის ფუნჯი პუდრისთვის F04.
როგორ გამოიყენება: მოათავსეთ ცოტა პუდრი ან ფერუმარილი ფუნჯზე, ჩამობერტყეთ ზედმეტი და დაიტანეთ საშუალება თანაბარი წრიული მოძრაობებით.
ფერუმარილის ფუნჯი წაკვეთილი თავით
ასეთი ფუნჯის წაკვეთილი წვერი იდეალურია ფერუმარილის, ჰაილატერისა და პუდრის დასატანებლად და აგრეთვე გასანაწილებისა და სკულპტურირებისთვის. ჩვენი არჩევანი: ფერუმარილის ფუნჯი წაკვეთილი თავით F02.
როგორ გამოიყრნება: იმისათვის, რომ მიიღო გამოკვეთილი ღაწვების ეფექტი, დაიტანე ხაზი ყურის შუა ნაწილიდან ტუჩის კუთხემდე ფერუმარილის დასატანი ფუნჯის ბეწვის ბასრი ნაპირით. იმოძრავე ქვემოდან ზევით, რათა ღაწვების ხაზი გახადო უფრო გამოკვეთილი და აკურატული. გსურს მიანიჭო სახეს ბზინვარება? გაიღიმე და ფერუმარილის ფუნჯის წვერით შეეხე ლოყების გამოწეულ ზონებს. გააგრძელე ეს, სანამ ფერუმარილი თანაბრად არ განაწილდება.
ტუჩსაცხის ფუნჯი
ასეთ ფუნჯს რბილი სოლისებრი ფორმა და მჭიდრო ჯაგრისი აქვს, რაც ტუჩის მკაფიო კონტურის შექმნის და პომადის დატანების საშუალებას იძლევა. ჩვენ ტუჩსაცხის ფუნჯს L01 მოსახსნელი თალფაქი აქვს. მოათავსე საყვარელი პომადა ფუნჯზე და დახურე თალფაქი — ასე შენ შეძლებ მის ტარებას ჩანთაში და მაკიაჟის შესწორებას ნებისმიერ მომენტში, საჭიროების შემთხვევაში.
როგორ გამოიყრნება: დაიტანე პომადის უფრო ბაცი ტონი ცენტრში, ხოლო უფრო მუქი - ნაპირებზე. ასე უფრო სქელს გახდი ტუჩებს ვიზუალურად.
ფუნჯი თვალის კონტურირებისთვის
გსურს თვალების კონტურირბა და ჩრდილების დატანება? გამოიყენე ასეთი ფუნჯი! ის შესაფერისია როგორ თხევადი, ასევე მშრალი ტექსტურის პროდუქტებისთვის, აქვს ერგონომიური ფორმა და წაწვეტებული წვერი, რაც საშუალებას იძლევა ხელმისაწვდომი გახდეს თვალების ყველაზე ძნელად მისადგომი კუთხეები და მთლიანად შეიღებოს ზედა და ქვედა წამწამების ხაზი.
როგორ გამოიყრნება: დაიწყე წვრილი ხაზებით და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, დაუმატე მათ სისქე. საკამრისია ოდნავ დაჭერა, დანარჩენს კი ფუნჯი თავად გააკეთებს!
ორმხრივი ფუნჯი თვალის ჩრდილებისთვის
ასეთ ფუნჯს აქვს დიზაინი 2-1-ში: პატარა მომრგვალებული ფუნჯი ერთის მხრივ და სპონჟი - მეორეს მხრივ. მისი მეშვეობით შენ შეგიძლია დაიტანო კრემისებრი, ფხვიერი ან გამოცხობილი ჩრდილები ნებისმიერი ხერხით - მშრალი ან ტენიანი. კომპაქტური ფუნჯი თვალების ყველა ზონის დამუშავების და ჩრდილების ფენებად დატანების საშუალებას იძლევა, რათა მიღწეულ იქნას თაბაბარი დატანება. სპონჟი პიგმენტის წერტილოვნად დატანების, განაწილების ან თვალების კუთხეების შეღებვის საშუალებას იძლევა. გირჩევთ: E02.
როგორ გამოიყრნება: გამოიყენე პატარა ფუნჯი ქუთუთოს ნაკეცში ჩრდილის და წარბის ქვეშ ჰაილატერის დასატანებლად. სპონჟი შესანიშნავია ფანქრის მოსახატად — ყველაზე გამოუცდელი მომხმარებლებისთვისაც კი!
ფუნჯი თვალის ჩრდილებისთვის
მჭიდრო ფუმფულა ფუნჯი მომრგვალებული წვერით შესაფერისია ჩრდილების მოსახატად, პიგმენტების დასატანებლად, ქუთუთოს ნაკეცის კონტურინგის შესაქმნელად და შესაღებად. ჩვენი არჩევანი მარტივია: E01.
როგორ გამოიყენება: ფუნჯი იდეალურია საბოლოო შტრიხისთვის თვალების მაკიაჟში, ჩრდილების გამოყენებით. შენ მიაღწევ იდეალურ მოხატულობას ფერების მდოვრე გადასვლით და მკვეთრი საზღვრების გარეშე.
ფუნჯი-სავარცხელი წარბების და წამწამებისთვის
ხისტი ჯაგრისი ადვილად ვარცხნის დაუმორჩილებელ თმას და ანაწილებს ფერს, ხოლო სავარცხელი-ჯაგრისი გაყოფს წამწამებს და აცილებს ტუშის კოშტებს. გირჩევთ: E04.
როგორ გამოიყრნება: ტუშის დატანების შემდეგ აკურატულად დაივარცნე წამწამები ძირებიდან წვერებამდე. გამოიყენე მეორე მხარე წარბებზე პიგმენტების დასატანებლად ან ფანქრის მოსახატად.
ფუნჯი წაკვეთილი თავით წარბებისთვის
ფუნჯი წაკვეთილი ჯაგრისით დაგჭირდება იმისათვის, რომ შეუქმნა ფორმა წარბებს ან მიანიჭო მათ მოცულობა. ჩვენ მოგვწონს მოდელი E03.
როგორ გამოიყრნება: ყოველთვის დაიწყე წარბების მაკიაჟი იმ ზონებიდან, სადაც თმები ყველაზე თხელია, და იმოქმედე მოკლე და არა გრძელი შტრიხებით. ეს დაგეხმარება წარბებისთვის ბუნებრივი ტონისა და იმიჯის მინიჭებაში.