დაამატე ფერები: ტრენდული ისრები ფანქრებით

კლასიკა - არ ნიშნავს რთულსა და მოსაწყენს! მე, ბრენდი THE ONE-ის ვიზაჟისტი გალინა ილინა გასწავლი შენ მკვეთრი ისრების მარტივად და სწრაფად დახატვას, ჩვეულებრივი ფანქრის დახმარებით. წაიკითხე სტატია და გაიმეორე ჩემთან ერთად!

სწორად შერჩეული ფანქარი - ეს მაკიაჟის წარმატების ნახევარია. შენ გჭირდება კრემისებური, მდგრადი, მარტივად გამოსაყენებელი, რომელიც ინარჩუნებს ნათელ ხაზსა და გაჯერებულ ფერს დიდი ხნის განმავლობაში. მე მომწონს ახალი კონტურული ფანქარი THE ONE High Impact: ფერთა ფართო არჩევანი დაგეხმარება გამოკვეთო შენი თვალების სილამაზე.

ორმაგი ისრები სძენს იერს დრამატიზმს და ხდის გამოხედვას უფრო ღიას. ეს ღამის იმიჯის ვარიანტია, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - მაგალითად საქმიანი შეხვედრისთვის საჭიროა აირჩიო მეტად თავშეკავებული იერი.

ნაბიჯი 1: მომზადება

თვალის ნათელი გრაფიტის მაკიაჟი საჭიროებს გლუვ ტონს, გამოკვეთილ წარბებსა და შიშველ ტუჩებს. მთლიანი ყურადღება გამოხედვაზეა! დაინატე ქუთუთოებზე სქელი კონსილერი, რათა დაფარო კაპილარები, შეასწორე ტონი და შესძინე მაკიაჟს მეტად აკურატული იერი. რამდენადაც ფანქარი მდგრადია, და ჩვენ არ ვიყენებთ ჩრდილებს, შესაძლებელია მაკიაჟის ფუძის გამოტოვება. დაფარე კორექტორი პუდრით და მაკიაჟის ფუძე მზად არის.




ნაბიჯი 2: ისარი ზედა ქუთუთოზე

აიღე შავი ფანქარი და დახატე თხელი ხაზი ზედა ქუთუთოს გასწვრივ - ეს ფუძეა შემდეგი ისრებისთვის. შემდეგ გაზარდე ისრების სისქე საჭირო ადგილებში: ის უნდა ქრებოდეს თვალის გარე ნაწილიდან შიგნითა ნაწილის მიმართულებით. გამოიტანე ისრის კუდი, და არ შეგეშინდეს გახადო ის უფრო დიდი ვიდრე ჩვეულებრივად აკეთებ ხოლმე - ამით მხოლოდ უფრო ეფექტური გამოვა.



ნაბიჯი 3: ისარი ქვედა ქუთუთოზე

გადავდივართ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. ფერების კომბინირება ორმაგი ისრებით შეგიძლია სურვილისამებრ, თუმცა გამარჯვებული ვარიანტი, რომელიც ყველას უხდება არის შავი და ნათელი გაჯერებული ფერების კომბინაცია. დამატებითი ფერის შემთხვევაში შენ შეგიძლია აირჩიო კონტრასტული ფერი, რომელიც მომგებიანად ხაზს გაუსვამს თვალებს.  

მე გაჩვენებ მაკიაჟს სეზონის ყველაზე ტრენდული ფერებით, რომლებიც შენ უკვე გინახავს Oriflame-ის კატალოგის გვერდებზე. ავიღოთ ცისფერი ფერი და დავხატოთ ხაზი ისრის ბოლოდან თვალის გუგამდე. არ გადახვიდე გუგის იმ ნაპირას, რომელიც მდებარეობს ზედა კუთხესთან ახლოს: ზედმეტად გრძელ ხაზს ქვედა ქუთუთოზე შეუძლია ვიზუალურად შეამციროს თვალის ზომა და ღია გამოხედვის ეფექტი.



ნაბიჯი 4: წამწამები

დაასრულე მაკიაჟი საყვარელი ტუშით და დაიტანე ის რამდენიმე ფენად: ისინი აუცილებელია იყვნენ სქელი და ფუმფულა. მე ავირჩიე მრავალფუნქციური ტუში THE ONE 5-1ში. ფუნჯს არ აქვს მხოლოდ სხვადასხვა სიგრძის ბეწვი. თავდაპირველად აპრიხე წამწამები ძირიდან და შექმენი მოცულობა მოკლე ბეწვის მხრიდან, ხოლო შემდეგ გადაანაწილე ტუში გრძელი ბეწვის მხრიდან, დაახვიე და დააცალკევე.


ესეც ყველა ის პროდუქტი, რომლებიც დაგვჭირდა მაკიაჟისთვის. ცადე ეს იმიჯი და დადე ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მეგირჩევ. უყურე კიდევ ბევრ საჭირო გაკვეთილს Oriflame-ის სილამაზის სკოლაში!

ტექსტი: ფოტო: Oriflame