გაზაფხულის არომატი

გაზაფხულზე, როგორც არასდროს, რაღაც ახლის გასინჯვის სურვილი ჩნდება. გთავაზობთ, დაიწყოთ არომატით. ძლიერი და ნაზი, მგრძნობიარე და თამამი — აირჩიეთ თქვენი ხასიათის შესაბამისი პარფიუმი.

მხატვრული ფაკულტეტი
დამოუკიდებელი,  ქედმოუხრელი და არაორდინარული თქვენ თავად ქმნით ცხოვრების ისტორიას ხასხასა ფერებით. ყვავილებიც გიყვართ არა ისეთი, როგორც ყველას. ამიტომ გაიფერადე ცხოვრება ყვავილოვანი, ხილის ახალი არომატით Live in Colour — სწორედ რომ შესაფერისია თქვენთვის.

ბოჰემური ისტორია
კომფორტისა და ფუფუნების მოყვარულს  უცხო ნოტებისა და დასამახსოვრებელი დიზაინის მქონე სურნელი სჭირდება. ჩვენ გვაქვს ასეთი! გაეცანით: Paradise.  გამჭვირვალე მძიმე მინის ფლაკონი, შესრულებული გლუვი კუბის ფორმით და  ორიგინალური მოოქროვილი  ფურცლებით მორთული თავსახურით, ბოჰემურ ხასიათს გადმოსცემს. ვარდისფერი წიწაკა, მუშკი და კედარი, იორდასალამი და ჟასმინი ინტრიგას ქმნიან.

ახალი თაობა
ნოვატორული სულისკვეთების, სითამამისა და ხასიათის მთლიანობის  გადმოცემაში დაგეხმარებათ მონოარომატები ან ერთი ყვავილის სურნელის საფუძველზე შექმნილი კომპოზიციები. ჟასმინი — ქალური სინაზე, თეთრი იასამანი — ახალი საწყისი, ალუბალი — ვნება და სიცელქე.

ნაზი და ქალური 
კლასიკური სილუეტი: წერწეტი წელი, მოცულობითი ზედა ნაწილი და ფუშფუშა ქვედა ნაწილი. "ლოდოჩკები", გრძელი ხელთათმანები და ელეგანტური კულულები. და, რა თქმა უნდა, ყვავილის სურნელი. თუ თქვენთვის უფრო ახლოა დიორის ნაანდერძევი, აირჩიეთ ქალური Eclat Femmeმისი მთავარი სურნელია კეთილშობილი ჟასმინი, ერთდროულად ფაქიზი და მბრძანებლური.

ღვთაებრივი ძალა
თუ გრძნობთ საკუთარ თავში ძალისხმევას იმისათვის, რომ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, სცადეთ Possess The Secret-ის სურნელი. იგი შექმნილია გამაახალგაზრდავებელი ვაშლების  მცველის —  სკანდინავური ქალღმერთი იდუნის — შთაგონების ქვეშ. ეს ხილი სხვა ღმერთებს ძალას ჩუქნიდა და გამარჯვების რწმენას უნერგავდა. ეს არის ის, რაც ქვენც გჭირდებათ! 

ტექსტი: