ატარე ბამბა
ბუნებრივი ქსოვილები არა მარტო უფრო სასიამოვნოა სხეულისთვის და უფრო უსაფრთხოა გარემოსთვის: სინთეტურისგან განსხვავებით, ისინი კანს სუნთქვის საშუალებას აძლევენ. პოლიესტერი ქმნის სათბურის ეფექტს, აჩქარებს ბაქტერიების გამრავლებას - ოფლის სუნი შეიძლება გარეცხვის შემდეგაც კი დარჩეს.
სწრაფად მიიღე შხაპი
ხანგრძლივმა და ცხელმა შხაპმა შეიძლება გამოაშროს თქვენი კანი, ზიანი მიაყენოს ბუნებრივ ბარიერს. ჩვენ გირჩევთ, რომ დაჰყოთ თბილი წყლის ქვეშ ერთ ჯერზე არაუმეტეს 1-2 წუთისა და ყურადღება გაამახვილოთ იმ ადგილებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ოფლიანობენ: მაგალითად, იღლიებზე, ფეხის ტერფებზე.
საშხაპე საშუალება უნდა იყოს რბილი, სასარგებლო ინგრედიენტების შემცველი. ჩვენ მოგვწონს შხაპის კრემი «სეზამის ზეთი და მაგნოლია» და თმისა და ტანის შამპუნი North For Men Subzero.
იკვებე სწორად და დალიე წყალი
გაუწყლოება, სწრაფი კვება და შაქარი — შესანიშნავი პირობებია მავნე ბაქტერიებისთვის. არ მისცე მათ არცერთი შანსი! შეიტანე დიეტაში მეტი ბოსტნეული და დალიე ყოველ ჯერზე, როდესაც მოგწყურდება.
მოიცილე თმები
საიღლიე ფოსოებში გაზრდილი თმა არის დამატებითი ფართობი, რომელიც შეიძლება დაიფაროს დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით. თუ ოფლიანობის პრობლემა გაწუხებს, შეეცადე თმა რეგულარულად მოიცილო. გაპარსვის დროს მგრძნობიარე კანის დასაცავად გამოიყენე სპეციალური ქაფი .
ჩადე კარადაში საპნის პატარა ნაჭერი
უსიამოვნო სუნს გრძნობ, როდესაც კარადას ხსნი? გადაარჩიე და დაალაგე იგი, რაც შეიძლება ხშირად: გადააგდე ნივთები, თუ ისინი ძალიან ძველია, მათ იშვიათად ხმარობ ან გარეცხვის შემდეგაც ვეღარ გამოგყავს ოფლის სუნი. ლაიფჰაკი: ჩადე კარადაში საპნის ნაჭერი და ნივთები გაიჟღინთება მისი სურნელით. მამაკაცებს ვურჩევთ აირჩიონ გრილი, გამამხნევებელი სუნამოები - მაგალითად, საპონი North For Men Subzero
იზრუნე ფეხის ტერფებზე
საგულდაგულოდ გაიმშრალე ფეხის ტერფები შხაპის მიღების შემდეგ, არ დატოვო ისინი სველი - წინააღმდეგ შემთხვევაში, კანის დამცავი ბარიერი დაირღვევა. აირჩიე ფრჩხილების მოკლე სიგრძე და გამოიყენე სპეციალური სპრეები, რომლებსაც სუნის შეკავება შეუძლიათ. ჩვენ გვიყვარს 36-საათიანი მოქმედების ფეხის დეზოდორანტი-ანტიპერსპირანტი Feet Up Advanced
გამოიყენე დეზოდორანტი
თუ ანტიპერსპირანტი? აირჩიე საშუალება, რომელიც სწორედ შენს პრობლემას გადაჭრის. დეზოდორანტი მხოლოდ სუნისგან იცავს, ანტიპერსპირანტი - სუნისგან და ოფლისგან. წაისვი ძილის წინ, ასე ის კიდევ უკეთესად იმუშავებს! ჩვენი რჩეულია:ბურთულიანი დეზოდორანტი-ანტიპერსპირანტი North For Men Subzero მამაკაცებისთვის და კრემისებური დეზოდორანტი-ანტიპერსპირანტი მზრუნველი კომპლექსით Activelle