როგორც TikTok-ის გაუთავებელი ვიდეოები, მოდის ტენდენციები ხშირად იცველბა, თუმცა ერთი ტენდენცია დიდხანს შემორჩა: ლატე მაკიაჟი. მან პოპულარობა მოიპოვა სახისთვის თბილი ბზინვარების მინიჭების უნარით, ნაწილობრივ სუპერმოდელების წყალობით, როგორიცაა კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი. ის იდეალურია გრილი სეზონისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა შეიძლება იყოს უკეთესი შუაგულ შემოდგომაზე, ვიდრე თბილი ტონალობის კრემისფერი ჩრდილები როგროც თქვენი საყვარელი ყავაა? მზად ხართ ისწავლოთ ლატეს სტილის მაკიაჟის გაკეთება Giordani Gold-ის ახალი გაჯერებული კანის მოვლის საშუალებებით? მაშინ დავიწყოთ.
ფუძე
მძიმე კონტურინგისგან განსხვავებით, რომელმაც ოდესღაც მსოფლიო მოიცვა, ლატე მაკიაჟი ფოკუსირებულია რბილი იერის შექმნაზე, თბილი ტონებით, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ბუნებრივ სილამაზეს. დაიწყეთ მაკიაჟი დამატენიანებელი პრაიმერით, რომელიც არბილებს და გაათანაბრებს თქვენს კანს, ანიჭებს მას ბზინვარებას და ახალგაზრდულ იერს. შემდეგ დაიტანეთ ნიაცინამიდით და ჰიალურონის მჟავით გაჯერებული მსუბუქი ტონალური კრემი, რათა ღრმად გააუმჯობესოთ თქვენი კანი, ან უბრალოდ გამოიყენეთ კონსილერი კიდევ უფრო ბუნებრივი ტონისთვის. უარი თქვით ბლიკებზე. მიანიჭეთ უპირატესობა ბრინჯაოსფერ რუჯს, რომელიც თქვენს სახეს მისცემს დახვეწილ, თბილ ელფერს.
საჭირო პროდუქტები
თვალები
ლატე მაკიაჟის მთავარი კომპონენტი თვალის ფერის სწორი პალიტრაა. აირჩიეთ ყავისფერი და რბილი ჩრდილები, რომლებიც ემგვანება მოხალული ყავის მარცვლების მდიდარ ტონს. მქრქალი თვალის ჩრდილები თბილი კარამელისა და ნუშის ფერებში იდეალურია ქუთუთოებზე სიღრმისა და მოცულობის შესაქმნელად. მონიშნეთ თვალები თხელი ყავისფერი თვალის ლაინერით - ხაზს უსვამს მათ ზედმეტი დატვირთვის გარეშე. დახაზეთ ისარი და ოდნავ აურიეთ, რომ შექმნათ გრადიენტი. ბოლოს ზედა წამწამებზე მოცულობითი ტუში წაისვით, ქვედა წამწამები კი არ შეიღებოთ.
საჭირო პროდუქტები
ტუჩები და წარბები
შექმენი მაკიაჟი იმპროვიზაციით. ტუჩსაცხის თბილი კრემისფერი, რბილი კარამელის ან მდუმარე ტერაკოტის ფერები - ყველა მათგანი წარმატებით შეავსებს "ლატე მაკიაჟს". აირჩიეთ სუპერმდგრადი ტუჩსაცხი (6 საათამდე!), მბზინავი მქრქალი საფარით და გაჯერებული მოვლის საშუალებით - გამდიდრებული ჰიალურონის მჟავით და პეპტიდური კომპლექსით, რაც ტუჩებს უფრო რბილს და გლუვს ხდის. რაც შეეხება თქვენს წარბებს, უბრალოდ ყურადღებით განსაზღვრეთ მათი ბუნებრივი ფორმა წარბის ფანქრით, რომელიც შეესაბამება თქვენი თმის ფერს. შედეგცი სახეზეა! იქნები ნაზი და ელეგანტური როგორც დილის ლატე.
საჭირო პროდუქტები