ტუჩის ბზინვარების ნოსტალგია

პრიალა ტუჩების მაგივრად უფრო მეტად ტრენდული ხდება მბზინავი და მაცდური ტუჩების ტენდენცია. ასე რომ დროა დაამატოთ თქვენს კოსმეტიკის ჩანთას თქვენი საყვარელი მბზინავი ფერის ტუჩსაცხები. ისინი თქვეს ტუჩებს მისცემენ ახალ, მსუბუქ და ჰაეროვან იერს. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დღის ასევე საღამოს მაკიაჟის გაკეთებისას.

90-იანი წლების მთავარი მოდის მიმდევრები ტუჩებზე ისმვდნენ მკრთალი ფერის ტუჩსაცხს და ტუჩებს გამოკეთავდნენ მუქი ფერის კონტურით. მაგალითად, ყავისფერი ან შინდისფერი. ასეთი მაკიაჟი ვიზუალურად ადიდებდა ტუჩებს და ძალიან პოპულარული იყო.

ფაიფურის ფერის კანი, თვალის კაშკაშა მაკიაჟი და ვარდისფერი ტუჩები. დიახ, ეს არის საყვარელი ბარბის იმიჯი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდისფერის ყველა ელფერი, ისინი შესანიშნავია თოჯინის მაკიაჟის შესაქმნელად.


 

თხევადი მბზინვარე ტუჩსაცხი შეგიძლიათ წაისვათ ცალკე ან ტუჩსაცხის ზემოდან. ნეიტრალური თხევადი ტუჩსაცხი ტოვებს ბუნებრივ ელფერს ტუჩებზე, მას შეგიძლია დაუმატო ჰოლივუდური მაკიაჟი: ჩამუქებული თვალები, ლაინერით გამოკვეთილი ისრებით. თუ გინდა შექმნა უფრო მკვეთრი იერი, ტუჩსაცხზე ზემოდან დაიტანეთ თხევადი მბზინვარე ტუჩსაცხი.

 

რჩევები ვიდეოდან მაკიაჟის გამეორების შესახებ:

1. სანამ ტონალური კრემის წასმას დაიწყებთ, მოამზადეთ კანი პრაიმერით.

2. კარგად შერჩეული ტონალური კრემი დამალავს ნაკლოვანებებს და შეინარჩუნებს კანის თანაბარ ტონს მთელი დღის განმავლობაში. წაისვით იგი ოდნავ სველი ღრუბლით, გაანაწილეთ ტონი ცენტრალური ზონიდან პერიფერიაზე.

3. გამოიყენეთ კონტურინგის ფუნჯი ღაწვების და საფეთქლის ზონის გასამუქებლად.

4. ჰაილაითერი და ფერუმარილი ჩაანაცვლეთ თხევადი ტუჩსაცხით. მისი გელისებრი ტექსტურა შექმნის ნამიანი კანის ეფექტს. მოციმციმე ნაწილაკები კი კანს ბზინვარებას მიანიჭებს. ღია ფერის კანის მქონე გოგონებმა უმჯობესია გამოიყენო პრიალა ვარდისფერი ტონი, ხოლი უფრო მუქკანიანებმა გამოიყენეთ ყავისფერი ტონალობა. დაიტანეთ თითის წვერით.

5. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თვალის მაკიაჟის გაკეთებისას საჭიროა უფრო ბუნებრივი ჩრდილების გამოყენება - ატმისფერი, ღია ვარდისფერი, ყავისფერი. ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ ფუმფულა, პატარა ფუნჯი. დაიტანეთ ჩრდილი ქუთუთოზე და ნაზად აურიეთ საზღვრები.