1. გამათანაბრებელი პრაიმერ-მოვლა NOVAGE
სტრესი, ძილის უკმარისობა და გარემო გავლნას ახდენენ კანის მდგოარეობაზე. შედეგად — გაფართოებული ფორები, ნაოჭები და სახის მკრთალი ფერი. პანიკის გარეშე! ჩვენ გვაქვს პრაიმერ-მოვლა ტექნოლოგიით Opt-blurring. ის სწრაფად ამცირებს ფორებისა და მიმიკური ნაოჭების ხილულობას, აუმჯობესებს სახის ფერს და ათანაბრებს კანის ტონსა და ტექსტურას. შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის — უნივერსალური ვარიანტი!
2. ტონალური ფუძე-ფლუიდი GIORDANI GOLD
ტონალური ფუძე-ფლუიდი თხევადი აბრეშუმის ტექსტურით გარდაქმნის კანს, მიანიჭებს მას ნატურალურ ტონს, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივად გამოიყურება. მაგარია, არა? ამასთან, ის დაგეხმარებათ მაქსიმალურად დაიცვათ კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის ფაქტორის SPF 12 წყალობით. აირჩიეთ ეს ფუძე, თუ თქვენ გაქვთ ნორმალური ან ცხიმიანი კანი.
3. მაკიაჟის ფუძე THE ONE ILLUSKIN
რა უდევს საფუძვლად იდეალურ მაკიაჟს? იდეალურად დატანებული მაკიაჟის ფუძე. ისეთი, როგორც THE ONE ILLUSKIN. ის მოახდენს ტონის კორექტირებას, მოამზადებს კანს ტონალური საშუალების დატანებისთვის და მიანიჭებს კანს ლამაზ ბზინვარებას. სწორედ ის, რაც საჭიროა!