თვალის თხევადი ფანქრის გზამკვლევი

გიყვარს ისრები, მაგრამ არ გიყვარს მათი დახატვა? ნაცნობი პრობლემაა! ჩვენ მოგიყვებით, რა განსხვავებაა თვალების ფანქარს, თხევად ლაინერსა და ჩრდილების ფორმის ფანქარს (ქაიალს) შორის და დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რა უნდა ავირჩიოთ სასურველი ეფექტის მისაღწევად.

თვალის თხევადი კონტურული ფანქარი 
თუ მკვეთრი, მკაფიო ხაზები და დრამატული ისრები შენი ვარიანტია, მაშინ შენ კლასიკური თვალის თხევადი ფანქარი გჭირდება. თხევადი, გელისებრი ან ფლომასტერის სახით — აირჩიე ნებისმიერი. მთავარია, რომ შენთვის მოსახერხებელი იყოს!   



თვალის ფანქარი  
ეფექტის თვალსაზრისით ფანქარი — არის რაღაც საშუალო თვალის კლასიკურ თხევად ფანქარსა და ქაიალს შორის. ფანქრით გაკეთებული ხაზები უფრო მკაფიო და რბილია, მაგრამ, ამავდროულად, დანისლული ეფექტის მქონე დაჩრდილვის შესაქმნელად ისინი არ გამოდგება. აირჩიე ფანქრები, როდესაც გინდა ხაზი გაუსვა თვალების ფორმას და წამწამების მეტ გამოხატულებას, რათა მოცულობა მიანიჭო მათ.   

ჩრდილი-ფანქარი
ასეთ კონტურულ ფანქრებს აქვთ რბილი აბრეშუმისებრი ტექსტურა და ტრადიციულად გამოიყენება იმისთვის, რომ უფრო მეტყველი გახადოს შენი თვალები და შემატოს მზერას მეტი სიღრმე. ჩრდილი-ფანქრები ძალიან მოსახერხებელია ქუთუთოს მთელ ნაკეცზე, ლორწოვანას მოსახატად, წამწამებსშორისი ისრის ან მსუბუქი smoky eyes გასაკეთებლად, რაც მაკიაჟის სხვადასხვა ვარიანტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. უნივერსალური ჯარისკაცი! შექმენით ნებისმიერი იმიჯი, დღის მაკიაჟით დაწყებული, საღამოს იმიჯით დამთავრებული: მაგალითად, გამოიყენე, როგორც ბაზა ჩრდილების ქვეშ და ზევიდან დაიტანე სხვადასხვა ინტენსივობის ჩრდილები. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame