რას ეძებდით შარშან ინტერნეტში?

ჩვენ გავარკვიეთ როგორ კითხვებს გვიგზავნიდნენ სილამაზის რჩევების შესახებ მომხმარებლები მსოფლიო ქსელში 2015 წელს და გვინდა მათზე ეხლავე გიპასუხოთ.

1. როგორ გავიკეთოთ კაილი ჯენერის მსგავსი ტუჩები 
შენ რა თქმა უნდა გახსოვს სულ ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიოს თინეიჯერები როგორ იდიდებდნენ ტუჩებს პატარა შუშის ჭიქის მეშვეობით? ვიმედოვნებ, შენ ამ ტალღამ გვერდი აგიარა, რადგან ის პირდაპირი გზაა სისხლჩაქცევების და ტუჩის ფორმის დაკარგვის. სულ სხვა საქმეა გაიდიდო ტუჩი მაკიაჟის მეშვეობით. ჩვენ  გაჩვენებთ როგორ გააკეთოთ ეს. იხილე აქ.

2.რა არის ფილერი ტუჩებისთვის? 
ფილერისთვის, რომელიც ტუჩის გარშემოწერილობას ადიდებს გამოიყენება კოლაგენი ან გილაურინის მჟავა (ერთიც და მეორეც გახლავთ ბუნებრივი ინგრედიენტები და გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში). პრეპარატი შეჰყავთ ტუჩებში ინექციის სახით. ეფექტი15 წუთის შემდეგ დგება და გრძელდება ნახევარ წელიწადს. ისევე როგოც სხვა კოსმეტიკური პროცედურები ფილერის გამოყენება პოტენციურად უსაფრთხო არაა და შეიძლება გემატომის, ჩაქცევის და შრამებამდეც მიგვიყვანოს.

3. როგორ მოვიშოროთ გელის ლაქი ფრჩხილებისთვის? 
თავდაპირველად ქლიბით გადაიარე ფრჩხილის ზედაპირზე, რათა დაარღვიო საფარის მთლიანობა. შემდეგ ბამბა დაასველე ლაქის მოსაშორებელ საშუალებაში და დაამაგრე ფრჩხილზე ფოლგის ფირფიტებით. გააჩერე 30 წუთი შემდეგ კი მოიცილე. ლაქის ნარჩენები ადვილად შორდება "ფორთოხლის ჯოხით". არ დაგავიწყდეს დასასრულს ნუნების კრემი.  

4. როგორ მოვიშოროთ აკრილის მანიკური სახლის პირობებში? 
თავდაპირველად ლაქის მოსაშორებელი საშუალების მეშვეობით მოიცილე ლაქი, შემდგომ მოიჭერი აკრილის ფრჩხილები ნატურალური ფრჩხილის გასწვრივ. გაიარე ქლიბით ზედაპირზე და ჩაუშვი ფრჩხილები აცეტონში 15 წუთით. ბამბის მეშვეობით მოიცილე აკრილის ნარჩენები ფრჩხილებიდან. დაიბანე ხელი და ისარგებლე ფრჩხილების მოვლის საშუალებით, შემდგომ დამატენიანებელი კრემით ხელებისთვის.

 

"აიღე ბამბის ჩხირზე ცოტა საშუალება, რომელიც შეიცავს სალიცინის მჟავას და დაიტანე მუწუკზე და კანზე მის გარშემო..."

5. როგორ ვისარგებლოთ წვერის ბალზამით?
თავდაპირველად  უნდა დაიბანო წვერი. შემდგომ აიღო ცოტა საშუალება (პატარა მონეტის ზომის) გასრისო ხელის გულით და თანაბრად დაიტანო წვერზე.

6.  როგორ დაწნა ფრანგული ნაწნავი? 
ა) იღე თმის ღერი  მისი ზრდის საზღვრიდან. 
ბ) გაანაწილე სამად და დაიწყე ნაწნავის დაწვნა, გადაიტან რა მარჯვენა ნაწილს ცენტრალურიდან შემდგომ მარცხნიდან. 
გ) როდესაც დაწნავ ყურის ზედა მხარემდე, აიღე თმები თავის გვერდიდან (მარჯვნიდან) და ჩაიწანი ის ნაწნავში. შემდგომ აიღე თმები მარცხნიდან და იგივე გააკეთე. 
დ)  გააგრძელე სანამ არ მოათავსებ ყველა თმას ყურის ზემოდან და მისი უკანა მხრიდან. ნაწნავის დაწვნის შემდეგ დაამაგრე რეზინით.

7. როგორ ამოვიღო მუწუკი?
რანაირად. სერიოზულად.  ეს არ გააკეთო. აიღე ბამბის ჩხირზე ცოტა საშუალება, რომელიც შეიცავს სალიცინის მჟავას და დაიტანე მუწუკზე და კანზე მის გარშემო. დაგვიჯერე: ჯობია ერთი დღე იარო მუწუკით, ვიდრე რამდენიმე წელი შრამით.

8. როგორ მივიღოთ მბზინავი კანი? 
სუფთა კანი გამოიყურება ბრწყინვალედ, ამიტომ გამოიყენე გამწმენდი საშუალება და ტონიკი ყოველ დღე და საღამოს. დამატებით,იმისთვის, რომ მოვიშოროთ მკვდარი უჯრედები ისარგებლე რბილი გამწმენდი საშუალებით. ასევე იმისთვის, რომ გავაძლიეროთ კანის ბზინვარება, შეიძლება მივმართოთ სტრობინგის ტექნიკას (იხ. ჩვენი სახელმძღვანელო).



9. როგორ შევკრათ ნაწნავები კონად? 
თუ შენ აფრიკულ ნაწნავებს ატარებ, თავდაპირველად შეიკარი კუდი, გადაჭიმე ელასტიური ზონრით თმისთვის და შემდეგ შეკარი კუდი, რომელიც თავის მხრივ დააფიქსირე თმის სამაგრით. ასევე შენ შეგიძლია გააკეთო ვარცხნილობა ბალერინას თმის გუნდა ნაწნავებისგან ან უბრალო ნაწნავების შეკვრა.


10. როგორ ავიცილოთ თავიდან თმის დაელექტროება?
მოიშორე ყველა ინსტრუმენტი ვარცხნილობისთვის, ასევე ფენი რომლის გამოც შენი თმები ფუმფულდება, ვინაიდან სტატიკური ელექტრონი წარმოიქმნება თმის სიმშრალისგან. ისარგებლე არგანის ზეთით და კვირაში ერთხელ გაიკეთე მკვებავი ნიღაბი. 







ტექსტი: ფოტო: Kristin Wreyford