კანის მოვლა
სკანდინავიელი გოგონები არ აღიარებენ 10-საფეხურიან კორეულ რუტინას. ფუნქციონალურობა და ეფექტურობა მათთვის პრინციპის საკითხია. ისინი უპირატესობას ანიჭებენ კანის კომპლექსურ მოვლას, რომელიც შედგება მცირე რაოდენობის პროდუქტებისაგან და დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, რომლებიც მარტივად გამოსაყენებელია, გააჩნიათ მრავალი სასარგებლო თვისება და დადასტურებული ეფექტურობით გამოირჩევიან.ть. ნაკრებები NovAge — ასეთი მიდგომის კლასიკური მაგალითია. მხოლოდ 2 წუთი დღეში ორჯერ და კანი იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის.
კვება და დანამატები
ცილა, უჯრედისი, ხილი, ბოსტნეული, ჯანსაღი ცხიმები და ბევრი წყალი — აი, ეს არის ჯანსაღი კვების ფორმულა სკანდინავიურად. მაგრამ ყველაზე დაბალანსებული დიეტის დროსაც კი, ძნელია ყველა საჭირო ვიტამინისა და მინერალების მიღება. სკანდინავიელმა გოგონებმა ეს იციან და ყოველდღიურად იღებენ დანამატებს — და არა მაშინ, როდესაც მთელი კანი იქერცლება, ხოლო იმუნური სისტემა შექმნილი დისბალანსის მიმართ საპასუხო რეაქციას იჩენს. აიღეთ მაგალითი და მიბაძეთ სკანდინავიელ გოგონებს, და დააგემოვნეთ სასმელი «ააქვა გლოუ» Ceramosides™ და წითელი მოცვის ექსტრაქტით — ანტიოქსიდანტით, რომელიც მდიდარია B3 და C ვიტამინებით.
სპორტი
სანამ ვფიქრობთ და თავს ვიმტვრევთ იმაზე, თუ როგორ მოვძებნოთ და გამოვყოთ დრო სპორტული დარბაზისთვის დატვირთულ გრაფიკში, სკანდინავიელ გოგონებს უბრალოდ შეაქვთ სპორტული აქტივობა დღის წესრიგში და მათი ცხოვრების ჩვეულ ყოველდღიურ რეჟიმში. სამსახურში — ველოსიპედით, მეგობრებთან შეხვედრა — პარკში, და არა ფინჯან ყავაზე კრუასანით უახლოეს ყავახანაში. შედეგი არის სიმხნევე, მხიარულება, შესანიშნავი განწყობა, სახის ჯანსაღი შეფერილობა და არავითარი ნერვიულობა.
ბალანსი
კვება, ფიზიკური აქტივობა, კანის მოვლა და შინაგანი მდგომარეობა სკანდინავიელ ქალებს თითქმის განუყოფელი აქვთ. ისინი სილამაზისადმი კომპლექსურ მიდგომას მიმართავენ. სუფთა ჰაერი, ჯანსაღი დიეტა, აქტივობა — ეს არ არის საკუთარ თავზე მუშაობის შედეგი, არამედ ყოველდღიური ცხოვრების წესის ნაწილია. შეეცადე შენი ცხოვრების ჯანსაღი სტილის სპრინტები შეცვალო მარტივი, მაგრამ ყოველდღიური ჩვევებით — და მოემზადე შედეგებით გაოცდე.