მაკიაჟის ფუძის ჯადოსნური ძალა

მაკიაჟის ფუძე. რისთვისაა იგი საჭირო და რატომ არის შენთვის აუცილებელი მათი გამოყენება.

რას აკეთებს მაკიაჟის ფუძე და რატომ მჭირდება მათი გამოყენება?
იგი გამოიყენება რათა მოვამზადოთ კანი მაკიაჟის წასასმელად ისე, რომ მასზე არ დარჩეს არათანაბარი და კანის ფერით განსხვავებული ნაწილები. თუ კანზე გაქვთ ნაოჭები ან თქვენი ფორები ზედმეტად შესამჩნევია, მაშინ მაკიაჟის ფუძე ზუსტად ისაა რაც გჭირდებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კორექტორი, მაკიაჟის ფუძე და ასევე თვალის ჩრდილები ეფექტურად შეასრულებენ  თავის ფუნქციას . ზოგჯერ შენი მაკიაჟი შეიზლება "ჩამოიღვენთოს" და დღის ბოლოსთვის არასასურველი ფერი მიიღოს. მაკიაჟის ფუძე წყვეტს ამ პრობლემას - მაკიაჟის ფერი არ შეიცვლება დღის მანძილზე. მაკიაჟის ფუძე დაგეხმარებათ კოსმეტიკის მდგრადობის შენარჩუნებაში. შთამბეჭდავია არა?



"კორექტორი, მაკიაჟის ფუძე და თვალის ჩრდილები ეფექტურად შეასრულებენ თავის ფუნქციას"


ვის და როდის სჭირდება მაკიაჟის ფუძის გამოყენება?
არსებობს მაკიაჟის ფუძე ნებისმიერი ტიპის კანისათვის და ნებისმიერი წესის მქონე ადამიანებისთვის. მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა ეს პროდუქტი მათთვის ვინც აპირებს მოგზაურობას ნესტიანი და ცხელი ან პირიქით, მშრალი და ცივი კლიმატის ქვეყნებში. რატომ?  იმიტომ, რომ ექსტრემალურ პირობებში მაკიაჟის ფუძე დაგეხმარებათ მაკიაჟის მდგრადობის შენარჩუნებაში.


სახის რომელი ნაწილისთვის არის აუცილებელი მაკიაჟის ფუძის გამოყენება?

თვალები -  უამრავი ქალბატონი თვლის, რომ მაკიაჟის ფუძე განსაკუთრებით ეფექტურია თვალის გარშემო, სადაც მაკიაჟი ხშირად ავსებს მცირე ნაოჭებს, რაც ვიზუალურად გმატებთ ასაკს.
 
სახე - მაკიაჟის ფუძის თხელი ფენა, რომელიც მთელს სახეზეა წასმული, დაეხმარება მაკიაჟს მდგრადობის შენარჩუნებაში. ასევე ეს ხერხი გამოადგებათ მათ, ვისაც ვიზუალურად უნად შეამციროს ფორები.

ტუჩები - სანამ დაიტან ტუჩის საცხს, გამოიყენე (წაისვი) მცირეოდენი  მაკიაჟის ფუძე, ის შეგინარჩუნებთ საცხის მდგრადობას. ამას გარად, მაკიაჟის ფუძე არ მისცემს ტუჩის საცხს საშუალებას გაჯდეს კანის ნაკეცებში. თუ თქვენ არ გაქვთ სპეციალური მაკიაჟის ფუძე ტუჩებისთვის, შეგიძლიათ ის შეცვალოთ იმ მაკიაჟის ფუძით, რომელსაც იყენებთ სახის კანისთვის.

როგორ გამოვიყენოთ მაკიაჟის ფუძე?
მაკიაჟის ფუძე აუცილებელია დაიტანოთ დამატენიანებელი საშუალებების ზემოდან და ფუძის ქვემოთ, მაგრამ იყავით ყურადღებით არ გადააჭარბოთ! მაკიაჟის ფუძე დაიტანეთ ზომიერად და არ დაგავიწყდეთ კანის  პრობლემური ადგილები. ვინაიდან მაკიაჟის ფუძე მყარად რჩება თქვენ კანზე, არ დაგავიწყდეთ მისი ჩამობანა ძილის წინ. უკეთესი შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ სახის გამწმენდი აპარატი, რომელიც ეფექტურად მოგაშორებთ კოსმეტიკას და დაბინძურებას კანიდან.


მაკიაჟის ფუძე რომელსაც ჩვენ გირჩევთ:
База под макияж Giordani Gold

შეგინარჩუნებთ მაკიაჟის მდგრადობას, ვიზუალურად ამცირებს ფორებს და ნაოჭებს, ანიჭებს კანს ჯანმრთელ იერს მთელი დღის განმავლობაში.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock