ფრანგული მანიკური

ფრანგული მანიკური - მუდმივ ფასეულობებს განეკუთვნება, როგორც პატარა შავი კაბა ან ჩანთა "ბარკინი". გიამბობთ, როგორ გავიკეთოთ ის სახლის პირობებში.

   

1

კარგი დარბილება

იმისათვის რომ მოვამზადოთ ფრჩხილები მანიკურის გასაკეთებლად, უნდა ჩაყოთ ხელის მტევნები ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში რამდენიმე წუთით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დარბილებული ნუნების სპეციალური ხელსაწყოთი დამუშავება და ფრჩხილის ზედა ფენის დაქლიბვა.

 

2

საფუძველთა საფუძველი

იღე გამჭვირვალე, ნაზი-ვარდისფერი ან ბუნებრივი ფერის ლაქი და წაისვი ყოველ ფრჩხილზე სამ შტრიხად. თანაბარი წამისთვის გამოიყენე ფართო ფუნჯი. დააცადე გაშრობა და წაისვი მეორე ფენა.


 
 

 

3

ბრწყინვალე მწვერვალები

როდესაც მეორე ფენა სრულად გაშრება, სპეციალური სკოჩის მეშვეობით დაიფარე ფრჩხილები, დაიტოვე მხოლოდ ის ნაწილი სადაც უნდა გადაისვა ლაქი. ღია ნაწილებზე თეთრი ლაქის წასმის შემდეგ კი მოიხსენი სკოჩი.

 

4

გრანდ ფინალი

მანიკურს რომ დასრულებული სახე მივცეთ, ამისათვის სპეციალური ფრჩხილის თეთრი ფანქარია საჭირო. ის არაჩვეულებრივად  ჯდება ფრჩხილის შიდა ზედაპირზე. დასასრულს შეგიძლიათ გადაისვათ დამცავი ფენა, გამჭვირვალე ლაქი ან  სურვილის მიხედვით.
 


 



ვუალია! შენ გაიკეთე იდეალური ფრანგული მანიკური.

ტექსტი: ფოტო: Oriflame