ეგზოტიკური მაკიაჟი

ნათელი ფერები კვლავ ბრუნდება! შენს ახალ საგაზაფხულო იმიჯს დაუმატე ეგზოტიკური და ტროპიკული ნოტები.

 


 

1

ჩრდილები

დავიწყოთ საბაზისო ფერით. თვალის ზედა მოძრავ ქუთუთოზე დაიდე ოქროსფერი კრემისებური ჩრდილი, რომელიც მთავარ და ძირითად აქცენტს მიანიჭებს თვალის მაკიაჟს. შემდეგ, თვალის კუთხეებს დაუმატე რბილი ვარდისფერი ტონი. ამის ნაცვლად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ვარდისფერი ფერუმარილი.

2

ფერი

თვალის გარე კუთხეში დაიდე ზეთისხილისფერი კრემისებური ჩრდილი და ფუნჯის მეშვეობით გადაიყვანე ჩრდილი თვალის ცენტრისკენ. ამის მეშვეობით თქვენ ქმნით რბილი გრადიენტის ეფექტს. ზეთისხილისფერი გარდამავალი ოქროსფერში, ნათელი თბილი ვარდისფერი აქცენტით.

 
 
 


 

3

ტუში და თვალის ლაინერი

Дეფექტის გაძლიერების მიზნით, ქვედა და ზედა ქუთუთოზე ლაინერის მეშვეობით წაისვი რბილი შავი კონტური. თვალის ზედა წამწამზე დაიდე რამდენიმე ფენა დამაგრძელებელი ტუში - ასე, თქვენი თვალი უფრო გამომხატველი გახდება!

 

4

ტუჩები

რადგან ძირითადი აქცენტი გადატანილია თვალზე, ტუჩზე საკმარისი იქნება ნატურალური ფერის ტუჩის ბზინავი საცხი. სულ ბოლოს, ლოყაზე ოდნავ გადაისვი ფერუმარილი..

 

ეგზოტიკური თვალის მაკიაჟი მზად არის, რომელიც იდეალურად შეეფერება საღამო წვეულებას სადაც თქვენ იბრწყინებთ!

ტექსტი: ფოტო: Craig Teunissen