კანის მოვლა VS მაკიაჟი
Зხშირად ძილი და პატარა ბავშვები ერთმანეთთან შეუთავსებელი მცნებებია. რაც ნაკლები გვძინავს, მით მეტი კორტიზოლი გამომუშავდება. კორტიზოლის დონის ზრდა კანზე მოქმედებს: შეიძლება უფრო ხშირად გაჩნდეს აკნე, შეშუპება, აქერცვლა, მუქი რგოლები და ჩაცვენილი უპეები თვალების ქვეშ. პირველ ადგილზე კანის მოვლა დააყენე და არა მაკიაჟი. აირჩიე პროდუქტები დამატენიანებელი და მკვებავი თვისებებით, რათა შეამცირო მიმიკური და ღრმა ნაოჭების წარმოქმნა, აგრეთვე მუქი რგოლების გაჩენა თვალების ქვეშ. ყოველდღიურად დილით და საღამოს სულ ორიოდე წუთი დაგეხმარება კანის სილამაზის და სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
სანსკრინი სამუდამოდ
შენ ბავშვებს მზეზე გასვლის ნებას არ რთავ მზისგან დამცავი საშუალების გარეშე. რას იტყვი ასეთივე ყურადღების შესახებ საკუთარი თავის მიმართ? ყოველთვის ატარე სანსქრინი ხელჩანთაში და გამოიყენე საჭიროებისამებრ. მოერიდე მზის სხივების ზემოქმედებას, შეიძინე კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ტონის კორექტირებას, გამოიყენე აგრეთვე სკრაბები ან პილინგები კვირაში ორჯერ. ეს კანს უფრო თანაბარ ტონს მიანიჭებს.
აქციე კანის მოვლა საყვარელ ჩვევად
კანის კომპლექსური მოვლა მხოლოდ ოთხ წუთს წაგართმევს დილით და საღამოს. დამეთანხმე, რომ ეს არც ისე ბევრია? გაწმენდა, ტონიზირება, კანის მოვლა თვალების გარშემო და ძირითადი მოვლა — ყოველდღე, ნიღბები და სკრაბები — კვირაში ორჯერ. მოვლილი და ლამაზი კანის საიდუმლო ძვირადღირებულ კრემებში და მყისიერ მოქმედებაში კი არ მდგომარეობს, არამედ გამუდმებით მოვლაში. ეს ოთხი წუთი დილით და საღამოს მხოლოდ შენ გეკუთვნის.
აირჩიე ხარისხიანი საშუალებები
არსებობს ასეთი ანდაზა: «თუ გინდა იარო სწრაფად — იარე მარტომ. თუ გინდა წახვიდე შორს — იარეთ ერთად». კანის სილამაზის, ჯანსაღი იერის და ციალის შენარჩუნება გაცილებით უფრო მარტივია ხარისხიანი პროდუქტების მეშვეობით. შენ არ გჭირდება დროის დახარჯვა კოსმეტიკური საშუალებების შერჩევაზე კანის ტიპის ან ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ჩვენ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. აირჩიე!