1. მომზადება
თავდაპირველად გაარკვიე შენი კანის ტიპი. ორიენტაცია აიღე იმაზე, თუ რამდენად სწრაფად წარმოიქმნება კანზე ბზინვარება დაბანის შემდეგ: თუ თითქმის მაშინვე, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხიმიანი კანი გაქვს, თუ უფრო სადილთან მოახლოებულ დროს — სავარაუდოდ ნორმალურია. თუ სახე საღამომდე მქრქალი რჩება, მაშინ კანი მშრალია.
შეიძინე მკაცრად შენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი ძირითადი საშუალებები, რათა არ დააზიანო იგი. მაგალითად, ღრმა გამწმენდი გელის გამოყენება მშრალი კანისთვის ნამდვილად არ ღირს — ის გამოაშრობს მას და დაარღვევს ბუნებრივ ლიპიდურ ბალანსს.
2. დილას და საღამოს: კომპლექსური მოვლა
მზა კომპლექსური გადაწყვეტილებები — შესანიშნავი ვარიანტია დასაწყისისთვის. შენი კანი აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს მიიღებს სულ რაღაც ორ წუთში დღეში ორჯერ. კომპლექსური მოვლის საშუალებების ფორმულები ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტურობას, მაგრამ, ამავდროულად, თითოეული მათგანი თავის ამოცანას ასრულებს.
3. ძილის წინ: ღამის ნიღაბი
თუ მთელი დღე ყინვაში ან ოფისის მშრალ ჰაერზე გაატარე, გაანებივრე კანი ღამის ნიღბით NovAge, რომელიც პირდაპირ შლის დაღლილობის კვალს. ის სპეციალურად შექმნილია კანის ღრმა დატენიანებისთვის და კვებისთვის ჰიალურონის მჟავის და ზეთების მეშვეობით.
4. კვირაში ერთხელ: სპა-პროცედურები
როდესაც კანის ძირითად მოვლას შეეჩვევი, წესად აიღე კვირაში ერთხელ სპა-პროცედურის მოწყობა სახლში. ზოგიერთი საშუალება საოცრებებს ქმნის და სასწაულად მოქმედებს კანზე, მაგრამ არ არის განკუთვნილი ყოველდღიური მოვლისთვის აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციის გამო. დაიწყე სახის პილინგით — ის აშორებს მკვდარ უჯრედებს, ღრმად წმენდს ფორებს, ათანაბრებს კანის ზედაპირს და ანიჭებს ციალს.
5. ყოველ დღე: მზისგან დამცავი კრემი
ხარისხიანი მზის დამცავი საშუალება სჭირდება ყველას, ღრუბლიან დღესაც და შენობაშიც — მავნე ულტრაიისფერი სხივები ღრულებიდან აღწევენ და პრიალა ზედაპირებიდან აირეკლებიან. კომპლექსური მოვლა დაასრულე სანსქრინით — ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა კანის ჯანმრთელობაში.