კომპლექსური ზრუნვა სახის კანის სრულყოფისთვის NovAge True Perfection (ნოვეიჯ თრუ ფერფექშენ)
NovAge

კომპლექსური ზრუნვა სახის კანის სრულყოფისთვის NovAge True Perfection (ნოვეიჯ თრუ ფერფექშენ)

31772
181,99 GEL 260,00 GEL
5 ცალი
მიტანა

მიტანა

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში როგორ შევიძინოთ.


კანის სრულყოფილება და დაცვა პირველი ასაკობრივი ცვლილებებისაგან ერთ ფორმულაში! განახლებული სერია NovAge True Perfection გაუმჯოებსებული ფორმულით ებრძვის თანამედროვე ცხოვრების მავნე ზემოქმედებას და კანის დაბერების პირველ ნიშნებს. სერიას საფუძვლად უდევს — სპარსული აბრეშუმის აკაციისა და კენკრა ასაის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტები. კლინიკურად დადასტურებულია: კომპლექსური მოვლა NovAge True Perfection უზრუნველყოფს 11-ჯერ* მეტ ბზინვარებას, ამაღლებს კანის ტენიანობის დონეს 83%-ით* და ნაკლებ შესამჩნევს ხდის ფორებს**, ანეიტრალებს თანამედროვე ცხოვრების მავნე ზემოქმედებას.


ნაკრებშია:


  • გამწმენდი გელი-ტონიკი (200 მლ / კოდი 33984).
  • თვალის კრემი კანის სრულყოფისათვის (15 მლ / კოდი 31981).
  • მომენტალური მოქმედების შრატი კანის სრულყოფისათვის (30 მლ / კოდი 31979).
  • დღის დამატენიანებელი კრემი კანის სრულყოფისათვის (50 მლ / კოდი 31978),
  • ღამის აღმდგენი კრემი-ბალზამი კანის სრულყოფისათვის (50 მლ / კოდი 31980).

სინჯების ნაკრების კოდი: 545781.


*კლინიკური ტესტირების შედეგებით 22 ქალის მონაწილეობით.

**დღის დამატენიანებელი კრემის NovAge True Perfection კლინიკური ტესტირების შედეგების მიხედვით.

იმისთვის, რომ თქვენი კანი იყოს დატენიანებული, მბზინავი და ჯანსაღი, გირჩევთ გამოიყენოთ კომპლექსური მოვლა NovAge True Perfection. ყოველდღიური მოვლის 4 ნაბიჯიანი სისტემა NovAge True Perfection პროდუქტებით, აგებულია იმგვარად, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს.

კლინიკურად დამტკიცებულია, რომ კანის კომპლექსური მოვლის NovAge True Perfection გამოყენება 7-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება


ნაბიჯი 1: წმენდა

საფუძვლიანი წმენდა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დაიწყე კანის მოვლა დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკით NovAge (33984): ის ღრმად წმენდს, კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ატენიანებს, ატონიზირებს. და ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.


ნაბიჯი 2: თვალის გარშემო კანის მოვლა

თვალის გარშემო ნაზი ზონა განსაკუთრებულ

ზრუნვას საჭიროებს. იმისთვის, რომ უზრუნველყო დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა თვალის გარშემო კანისათვის, გამოიყენე თვალის სპეციალური კრემი NovAge True Perfection (31981). ის დაატენიანებს კანს და ხელს შეუწყობს პირველი მიმიკური ნაოჭების გასწორებას..


ნაბიჯი 3: აქტივატორი

შემდეგ წაისვი შრატი კანის სრულყოფისათვის NovAge True Perfection (31979). ის დაეხმარება დღისა და ღამის საცხის ზემოქმედებას და დაუბრუნებს კანს ბზინვარებას.


ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა

რიფლეიმის კომპლექსური მოვლის საკვანძო ნაბიჯია დღისა და ღამის საცხების გამოყენება. რათა უზრუნველყო კანის დატენიანება და ანტიოქსიდანტური დაცვა მთელი დღის განმავლობაში, გამოიყენე დღის დამატენიანებელი საცხი კანის სრულყოფისათვის NovAge True Perfection (31978). ღამის გამაახლებელი კრემი-ბალზამი კანის სრულყოფისათვის NovAge True Perfection (31980) უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებას და კანის აღდგენას, სანამ შენ გძინავს.


შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია მიეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც სერია NovAge True Perfection პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსური მოვლისას, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართოთ ისინი თქვენს მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენოთ სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები

  • სპარსული აბრეშუმის აკაციის ექსტრაქტი (albizia julibrissin extract): გააჩნია მძლავრი ანტიასაკობრივი ზემოქმედება, მდიდარია ამინომჟავებითა და მინერალებით, ხელს უწყობს წმენდასა და უჯრედების აღდგენას, ანეიტრალებს თანამედროვე ცხოვრების მავნე ზემოქმედებას. ამცირებს დაზიანების დონეს და აუმჯობესებს შიდაუჯრედულ ცვლას, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების ოპტიმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, რომელიც კვლავ იბრუნებს სირბილესა და ჯანსაღ ბზინვარებას. ხელს უშლის პირველი ასაკობრივი ნიშნების წარმოქმნას, როგორიცაა მიმიკური ნაოჭები. პატენტზე მოთხოვნა დაცულია.

დამატებითი ინგრედიენტები


დღის კრემში:

  • კენკრა ასაის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი (euterpe oleracea fruit extract): მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მინერალებით (განსაკუთრებით ფერულის მჟავა), ბლოკავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას, აჩერებს დაჟანგვის პროცესს და ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.

ღამის კრემში:

  • გლიკოლის მჟავა (glycolic acid): წარმოადგენს ალფა-ჰიდრომჟავას - ქიმიურ ექსფოლიანტს, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს, არბილებს და აგლუვებს კანს. ახდენს უჯრედების განახლების სტიმულირებას ღამით ძილის დრო, აგლუვებს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას. ანიჭებს კანს ბზინვარებასა და ხალისიან იერს.

შრატში და თვალის კრემში:

  • ინოვაციური კომპლექსი InstantGlow: აშორებს კანს გაუხეშებულ უჯრედებს, ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს და აუმჯობესებს ელასტიკურობის დონეს. გააჩნია კარგი დამატენიანებელი უნარი. ანიჭებს კანს სიგლუვეს, აღიავებს და ათანაბრებს ტონს, მატებს მსუბუქ ბზინვარებას.
NovAge True Perfection — მაღალეფექტური საშუალებების სერია ეწინააღმდეგება თანამედროვე ცხოვერბის წესით გამოწვეულ სტრესს, პირველ ასაკობრივ ნიშნებს და ნაოჭების გაჩენას. კლინიკურად დამტკიცებულია: სერიის საშუალებები აუმჯობესებს კანის შეფერილობას, ღრმად ატენიანებს, ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას რამდენიმე კვირის განმავლობაში.