სილამაზე და ბუნებაზე ზრუნვის 10 საიდუმლო

იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ბუნებაზე, არაა საჭირო რადიკალურად შევცვალოთ საკუთარი ცხოვრების წესი. განსაკუთრებით თუ გიყვარს სილამაზე და მოდა. ჩვენ გაგიმხელთ 10 საიდუმლოს, როგორ გავხდეთ ლამაზი და გადაარჩინოთ სამყარო!

1. გამორთე წყალი
გამორთე წყალი ყოველ ჯერზე, როდესაც აღარ გჭირდება მაგალითად იმ წუთებში, როდესაც კბილებს იხეხავ. ეს ყველაზე მარტივი ხერხია, რომ გააკეთო წყლის ეკონომია. 

2. გამოიყენე მრავალჯერადი ბოთლები 
საყოფაცხოვრებო პლასტმასის ნაკეთობები – ყველაზე მსხვილი წყაროა გარემოს და მსოფლიო ოკეანის დასაბინძურებლად. რამოდენიმე ათას ბოთლზე, რომელიც გამოიყენება ჩვენს პლანეტაზე, ყოველწამიერად მოდის  მხოლოდ გადამუშავებულის 20%. იმისათვის, რომ გააკეთო ერთი ნახევარლიტრიანი პლასტმასის ბოთლი აუცილებელია თითქმის ხუთი ლიტრი წყალი! ამიტომ, როდესაც ეს შესაძლებელია გამოიყენე მრავალჯერადი ბოთლები წყლისთვის.  

3. ნუ დაყრი ხელსახოცებს 
სტატისტიკით ჩვენი პლანეტის ზღვის სანაპიროზე ყოველ კილომეტრზე მიმოფანტულია სულ მცირე 35 ხელსახოცი და ეს რაოდენობა იზრდება. თუ შენ იყენებ ხელსახოცებს, მაგალითად მაკიაჟის მოსაშორებლად, ნუ გადააგდებ მათ სადაც მოგხვდებათ. ისარგებლეთ სანაგვე ყუთით!

4. შეხედე შეფუთვას 
იმისათვის, რომ გაერკვიო ნატურალური და ორგანული საშუალებების მრავალფეროვნებაში შესაძლოა არაა მარტივი, მაგრამ  სპეციალურად ამისთვის იყო შემუშავებული სამრეწველო სტანდარტები და სხვადასხვა სერთიფიკატები. თუ ყიდულობ პროდუქტს, რომელიც სერთიფიცირებულია Ecocert-ით, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მასში შედის 95% ნატურალური ინგრედიენტებისა. მისი შეფუთვა შესაძლებელია გადამუშვებული და ნაწარმოები იყოს მდგრადი განვითარების პრინციპებთან შეთანხმებით. ყველა Ecocert-ის სერთიფიცირებულ პროდუქტებზე დატანილია შესაბამისი ლოგოტიპი. 

5. თავი აარიდე მიკროგრანულებს 
მიკროგრანულები – ეს ძალიან მცირე პლასტიკატის ნაწილაკებია, რომლებიც შედის სხვადასხვა გამწმედ საშუალებებში. შხაპის გელ-სკრაბი შეიძლება შეიცავდეს იმდენივე პლასტმასის მიკროგრანულებს, რამდენიც საჭიროა ამ საშუალების ფლაკონის შესაქმნელად. 

6. სწორად მოუარე ტანსაცმელს 
ზოგიერთი ნივთები არ უნდა გარეცხო ყოველი ხმარების შემდეგ, მაგალითად ელასტინის შემცველი ჯინსი: მისი მწარმოებლები გვირჩევენ მის გარეცხვას ყოველი ხუთი ექვსი ჩაცმის შემდეგ, რათა მან ფორმა შეინარჩუნოს. კარგი ხერხია ენერგიის ხარჯვისა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შესამცირებლად-რეცხოთ 30 და არა 60 გრადუს ტენპერატურაზე "გაშრობის გარეშე" რეჟიმით. 

7. გახსოვდეს გადამუშავების შესახებ! 
არ დაგავიწყდეს, რომ პრაქტიკულად ყველა ფლაკონი შენი კოსმეტიკიდან, ასევე ხელსახოცები რულონებში და ქაღალდის ყუთები შეიძლება გადამუშავედეს. 

 

8. ორშაბათი განტვირთვის დღეა
იტყვი რა უარს ხორცზე კვირაში ერთი დღე შენ ეხმარები სამყაროს! იმისათვის რომ აწარმოო 500 გრ ძროხის ხორცი, აუცილებელია დახარჯო 9500 ლიტრი წყალი. ჩვენ არ გთავაზობთ ვეგეტარიანელობას, მაგრამ ერთმა დღემ ხორცის გარეშე შეიძლება შესამჩნევი გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე!

9. შეიძინე FAIRTRADE 
სერთიფიკატი Fairtrade შეფუთვაზე ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტის წარმოებისას ინგრედიენტებისთვის ინიშნება საუკეთესო სამართლიანი ფასი, რამაც ნება მისცა მწარმოებლებს ინვესტიცია ჩაედოთ ჩვენი რეგიონის ეკონომიურ და სოციალურ განვითარებაში.ეძებე პროდუქტები ამ ლოგოტიპით!

10. გაანაწილე არასასარგებლო ნივთები
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ჩვენ არ ვიცმევთ დაახლოებით 30% ტანსაცმლისა ჩვენი გარდერობიდან მთელი წლის მანძილზე. არ გადააგდო! მიეცი გაჭირვებულებს საქველმოქმედო მაღაზიების მეშვეობით. იმან რაც შენ არ გჭირდება შეიძლება საგრძნობლად გააუმჯობესოს ან გადაარჩინოს კიდეც ვიღაცის ცხოვრება! 








ტექსტი: ფოტო: Getty images