ეფექტური მაკიაჟის ათი საიდუმლო

ის ფაქტი, რომ თქვენ რეგულარულად იყენებთ კოსმეტიკას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამას სწორად აკეთებთ. წარმოგიდგენთ ათ საშუალებას, რომელიც გაზრდის თქვენი მაკიაჟის ტექნიკას მაღალ დონემდე.

1. ფრჩხილები
შენი ფრჩილების ფერი რომ მკვეთრი იყოს, ბაზის ზემოთ დაიტანე თეთრი ლაქის ფენა.

2. მკვეთრი თვალები
ანალოგიური წესი გამოიყენება თვალის მაკიაჟისთვისაც. დაიტანე ქუთუთოზე თეთრი კონტურის თხელი ფენა, ხოლო ზევიდან წაისვი ტუში. ყველაზე გაჯერებული ფერიც კი ბევრად მკვეთრად აციმციმდება

3. ტუჩის საცხი რომელიც არ იშლება
წაისვი მბზინავი ტუჩის საცხის ფენა და მოიცილე ზედმეტი ფენა თხელი ქსოვილით. შემდეგ ტუჩის კუთხეებზე დაიტანე გამჭვირვალე პუდრი. მიეცი ტუჩის საცხს საშუალება შეიწოვოს პუდრი ზედმეტი ტენის მოშორებით. ახლა შენი მკვეთრი საცხი გაძლებს მთელი ღამე დილამდე!

4. თვალის მდგრადი მაკიაჟი
ქუთუთოზე კანი მეტად ცხიმიანია ვიდრე სახის სხვა ნაწილებზე. ამიტომ თუ გამოიყენებ კორექტორს ჩრდილების ქვემოთ, ის ჩამოიღვენთება და ჩაჯდება კანის ნაკეცებში. ერთიც და მეორეც არასასიამოვნოდ გამოიყურება. იმისათვის, რომ გავექცეთ მსგავს პრობლემებს, თვალის ჩრდილების ქვენოთ გამოიყენე მაკიაჟის ფუძე.

5. იდეალური საფარი
თუ გსურს BB- ან CC- კრემებით მიაღწიო გამჭირვალე ეფექტს დაიტანე ისინი თითებით. ხოლო იმისათვის, რომ მიიღო მეტად მტკიცე დაფარვა ან თუ შენს ფუძეს აქვს სქელი კონსისტენცია, გამოიყენე ფუნჯი.

6. უნივერსალური ლაინერი

ფანქრის საშუალებით შენ შეგიძლია მიიღო იგივე ეფექტი, როგორც თხელი კონტურული ფანქრის გამოყენებისას. ამისათვის უბრალოდ დაიჭირე ფანქარი 10 წამის განმავლობაში ცეცხლზე. იგი მალე გაცივდება და მოგცემს მეტად «ცხიმიან» ეფექტს.

 

"ბეჟი ფერის თხევადი ფანქარი  ვიზუალურად ადიდებს შენს თვალებს, თეთრ კანთან კონტრასტის ხარჯზე"


7. შერწყმის კანონი
ომ გავიგოთ გვიხდება თუ არა ფუძე - მაკიაჟის ქვეშ და კორექტორი შენი სახის ტონის ქვეშ, პირველ რიგში შეადარე ისინი შენი კანის ფერს. თუ ისინი ერწყმიან კანის ფერს ე.ი. ყველაფერი კარგადაა.

8. არავითარი შავი უპეები
ორექტორს, როგორც იყენებენ თვალის ქვეშ ნახევარწრიული მოძრაობით. შეეცადე დაიტანო ის ლათინური ასოს V-ს მსგავსად თვალის გარე კუთხიდან ქვემოთ და შემდეგ ზედა კუთხისკენ. ამ დროს გამოიყენე სპეციალური ფუნჯი კორექტორისთვის და დაინახავ სხვაობას!

9. გაახილე თვალები
შენი თვალები ვიზუალურად უფრო გამომხატველი და დიდი გახდება, თუ დაიტან ბეჟ ან თეთრ კონტურულ ფანქარს ქუთუთოს შიდა ქვედა ხაზზე.

10. ტუჩის საცის ტესტი
არ ხარ დარწმუნებული რომელი ფერის ტუჩის საცხი მოგიხდება? შეამოწმე ისინი თითის ბალიშებზე - კანი აქ მეტად ახლოსაა შენი ტუჩის კანის ფერთან.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock